ბრაზილიელი ტალანტი აღიარებს, რომ ოცნებობს ევროპაში თამაშზე და ამავდროულად აღტაცებას არ მალავს “ბარსელონას” მიმართ. ნეიმარი მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლა ფეხბურთელებს განსხვავებულად უდგება.
“ისინი უცხო პლანეტიდან არიან და მათ წინააღმდეგ მსოფლიოს საკლუბო თასის ფინალში თამაში დიდი სიამოვნება და პატივი იქნება. ეს ნამდვილად ოცნების ფინალი იქნება, თუმცა ჯერ პირველ შეხვედრაზე უნდა ვიზრუნოთ.”
ნეიმარმა აღნიშნა, რომ ის ევროპაში თამაშზე ოცნებობს: “ევროპაში თამაშზე ვოცნებობ. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად ვითამაშებ იქ. ჯერ-ჯერობით ცხადია, რომ აქ ვარ. მადობელი ვარ, რომ ორმა შესანიშნავმა კლუბმა, მსოფლიოს ორმა გრანდმა ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა, მაგრამ ცხოვრებაში არსებობს არჩევანი და მე “სანტოსში” დარჩენა ვარჩიე.”
“ოქროს ბურთსა” და მის ნომინანტებზე საუბრისას ნეიმარმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ვფიქრობ, რომ “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. რასაც ის კლუბში აკეთებს – წარმოუდგენელია. მეორე ადგილს ალბათ რონადლუ დაიკავებს. მესამეზე მე? არა, არა, გამორიცხულია.”



