მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩვენ გვიყვარს “ბარსა”, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი”

“ჩვენ გვიყვარს “ბარსა”, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი”

“ჩვენ გვიყვარს “ბარსა”, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი”, “კამპ ნოუ” გვეძახის…

 

“ბარსელონას” ფეხბურთელები ჩაერთნენ ახალ კამპანიაში, რომელიც გულშემატკივრების “კამპ ნოუზე” მისვლას ისახავს მიზნად.

 

ს/კ “ბარსელონამ ახალი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით “Visca el Barça, visca l’espectacle”/”ჩვენ გვიყვარს “ბარსა”, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი”. კამპანიის მიზანია, მოუწოდონ კლუბის წევრებსა და ქომაგებს “კამპ ნოუზე” მისვლისკენ.

 

კამპანიის პირველ სარეკლამო რგოლში მონაწილეობას სესკ ფაბრეგასი და ლიონელ მესი იღებენ და ისინი გულშემატკივრებს გუნდის მომდევნო მატჩში, “სარაგოსას” წინააღმდეგ თამაშისას “კამპ ნოუზე” მისვლისკენ მოუწოდებენ. “ჩვენ გვიყვარს “ბარსა”, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთის” კამპანიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ კარლეს პუიოლი, დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი, დანი ალვესი, ვიქტორ ვალდესი, ჟერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა, ხავიერ მასკერანო, პედრო და აბიდალი. აღიშნუს ორგანიზებას უწევს სარეკლამო კომპანია Caldas Naya, შემოქმედებითი დირექტორის, გუსტავო კალდასის მენეჯერობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში