მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ კლასიკო” 10 დეკემბერს გაიმართება

“ელ კლასიკო” 10 დეკემბერს გაიმართება

მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება 10 დეკემბერს გაიმართება.

 

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ბევრი ვარაუდი გამოითქვა “ელ კლასიკოს” ჩატარების თარიღსა და დროზე. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დაძაბული საკლუბო დაპირისპირება 11 დეკემბერს, ესპანეთის დროით დღის 12 საათზე ჩატარებულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “კლასიკოსთვის” ახალი დრო შეირჩა – 10 დეკემბერს, ესპანეთის დროით 22:00 საათზე (თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე) მსოფლიო “რეალისა” და “ბარსელონას” მატჩს იხილავს.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში