ფონტასი, მასქველი, კეიტა და პინტო არიან პირველი გუნდის ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად პეპ გვარდიოლას განკარგულებაში იმყოფებიან. ტრავმირებული პედრო როდრიგესი აგრძელებს აღდგენით ვარჯიშებს.
3 დღიანი შესვენების შემდეგ სიუტატ ესპორტივას მე-2 სავარჯიშო მოედანზე გუნდმა პირველი სესია გამართა ”სარაგოსასთან” მატჩამდე. პეპ გვარდიოლა და უესებიო საქრისტიანი ხელმძღვანელობდნენ ”ბ” გუნდის ვარჯიშს. მათთან ერთად ვარჯიშობდნენ პინტო, ფონტასი, მაქსველი და კეიტა. ამავდროულად ტრავმირებული პედრო როდრიგესი გუნდისგან განცალკევებით აგრძელებს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს.
მთლიანი გუნდი ოთხშაბათს
პეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ გუნდის უმეტესობა ფეხბურთელები ვარჯიშს ოთხშაბათს დაუბრუნდებიან. მესი, მასკერანო და ალექსის სანჩესი ყველაზე გვიან, ხუთშაბათს დაბრუნდებიან ბარსელონაში.
გუნდი ვარჯიშს ხვალ, 11 საათზე გამართავს.














