“ბარსელონას” ფეხბურთელმა, ადრიანო კორეიამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიში ბარძაყის ორწვერა კუნთში ტკივილის გამო დატოვა.
ბარძაყის ორწვერა კუნთის “წყევლას” საზღვრები არ აქვს და მან ადრიანო კორეიას მიაგნო დოხაშიც, სადაც ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ეგვიპტის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდა. ადრიანომ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა ტკივილის გამო და პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ მან ხსენებულ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ეგვიპტის ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავენ.


