მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზაიცევი: “დიდი მოვლენა იქნება “ბარსას” პეტერბურგში ჩამოსვლა”

ზაიცევი: “დიდი მოვლენა იქნება “ბარსას” პეტერბურგში ჩამოსვლა”

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” გოლკიპერმა, ანდრეი ზაიცევმა, შეაფასა საკუთარი გუნდის მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და განაცხადა, რომ დიდი მოვლენა იქნება კატალონიური გრანდის რუსეთში ვიზიტი.

 

“ზენიტი” კარგ ფეხბურთს აჩვენებს მიმდინარე სეზონში და დიდი შანსი გვაქვს ფლეი-ოფში ასპარეზობისა, არანაირი წინაპირობა არ არის იმისა, რომ ჯგუფში ჩავრჩეთ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ადგილზე გავალთ, მთავარია 1/8 ფინალში მოვხვდეთ”.

 

“თქვენ მეკითხებით ვისი ხილვა მსურს 1/8 ფინალში? ნამდვილად არ ვიცი… თუ “ლურჯ-ბროწეულისფერები” ეწვევიან სანკტ-პეტერბურგს დიდებული მოვლენა იქნება”. განაცხადა ზაიცევმა სპორტულ გაზეთთან ინტერვიუში.

 

“ზენიტს” ამ დროისთვის 7 ქულა აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და მეორე ადგილზეა საკუთარ ჯგუფში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში