იტალიური “მილანის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 2010 წლის ზაფხულში შეიძლება მადრიდის “რეალში” გადასულიყო. როგორც თავად შვედი ფეხბურთელი აცხადებს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, მან ამის ნება კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა არ მისცა.
“ერთ დღესაც ჩემთან როსელი მოვიდა და მითხრა: “მე მესმის შენი მდგომარეობა. თანახმა ვარ გაგიშვა სადაც გინდა. რომელ კლუბში მოისურვებ კარიერის გაგრძელებას?” ამაზე მე ვუპასუხე მადრიდის “რეალში” მეთქი. “ბარსელონას” პირველმა პირმა ძალიან ცუდად შემომხედა და განმიცხადა: “არა, “რეალში” ვერ გადახვალ. ეს შეუძლებელია. იფიქრე სხვა გუნდებზეც და რომელსაც იტყვი, იქ წახვალ. ოღონდ არა დედაქალაქური გუნდი. აი ეს იყო ჩემი და სანდროს ფარული საუბარის პატარა ისტორია.” –დაწერა ზლატანმა ავტობიოგრაფიულ წიგნში.
როგორც მოგეხსენებათ, იბრამ თავის წიგნში “ბარსელონას” უდიდესი ნაწილი დაუთმო. იგი ყველაფერს ნეგატიურს საუბრობს “ლურჯ–ბროწეულისფერებზე” და ცდილობს დაადაბლოს ისინი ხალხის თვალში.



