მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პატრიკ კლიუვერტის ინტერვიუ

პატრიკ კლიუვერტის ინტერვიუ

“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა განაცხადა: “ნამდვილად დიდი პატივია, როდესაც უყურებ როგორ მოაქვთ კლუბისთვის წარმატება ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ჩავი, ინიესტა და პუიოლი”. ჰოლანდიელმა ასევე თქვა: “გვარდიოლა არის ლიდერი, რომელიც კომუნიკაბელურია ნებისმიერ ფეხბურთელთან, ხოლო მესი – საოცრებაა”.

 

პატრიკ კლიუვერტი, რომელმაც “ბარსასთან” კონტრაქტს 1998 წელს მოაწერა ხელი, არის მესამე უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული აღნიშნული კლუბის მაისურით. კლიუვერტმა, ბრწყინვალე თავდამსხმელმა, თავისი ექვსწლიანი მოღვაწეობა “ბარსაში” დაასრულა 122 გოლით და ახლა იგი კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში მუშაობს. ჰოლანდიელმა საფეხბურთო კარიერა “ბარსელონაში” 7 წლის წინ დაასრულა. “ბარსა TV”-მ და Fcbarcelona.Cat-მა ინტერვიუ აიღეს მისგან. პატრიკმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ხოტბა შეასხა ბრწყინვალედ მოასპარეზე გუნდს.

 

“სიამოვნებაა, მათი თამაშის ცქერა”

 

კლიუვერტი ხმამაღლა აქებს გვარდიოლას გუნდს და ეამაყება, რომ ზოგიერთი იმ ფეხბურთელის გვერდით უწევდა თამაში, რომელიც დღესაც იცავს ამ კლუბის ღირსებას: “მათი სათამაშო სტილი შთამბეჭდავია. მათი ფეხბურთი არაამქვეყნიურია. მე მითამაშია ჩავისთან, ინიესტასთან და პუიოლთან ერთად, ახლა კი ისინი “ბარსელონას” სახეები არიან. როდესაც მე კატალონიურ გრანდში ვთამაშობდი ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და ახლა ძალიან მიხარია, რომ მათ დიდი წარმატება მოაქვთ გუნდისთვის”.

 

“გვარდიოლა კომუნიკაბელურია ნებისმიერ ფეხბურთელთან”

 

როდესაც კლიუვერტი “ბარსაში” ჩავიდა, მაშინ გვარდიოლა გუნდს კაპიტნობდა: “მან იცოდა კლუბის კულტურა, თუ რას ნიშნავდა “ბარსელონა”. ის ფეხბურთელობის დროს უკვე ლიდერი იყო და ძალიან მარტივი იყო იმის წინასწარ განსჭვრეტა, რომ მომავალში პეპი ბრწყინვალე მწვრთნელი იქნებოდა. ის ძალიან კომუნიკაბელურია. იგი ზუსტად გადასცემს ფეხბურთელებს იმას, რაც მას სურს”.

 

“მესი საოცრებაა”

 

ლიონელ მესი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ აკადემიაში ასპარეზობდა, როდესაც კლიუვერტმა თავი დაანება “ბარსაში” თამაშს. პატრიკის წასვლიდან რამდენიმე თვეში შედგა არგენტინელის დებიუტი: “მისი თამაშის სტილი… მისი გოლები… იგი ერთი შეხებით წყვეტს მატჩის ბედს”. კლიუვერტი “ბარსას” 10 ნომერს ადარებს არგენტინის ნაკრების 10 ნომერს: “ბარსელონა” თამაშობს მესისთვის, მაგრამ ლიონელი არგენტინის ნაკრებში სულ სხვაა. როდესაც მესი კატალონიურ კლუბში თამაშობს საოცრებების შემოქმედია, მაგრამ არგენტინის ნაკრებს ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, ვინც ინდივიდუალიზმით გამოირჩევა”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=AqDX3HYqhP0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში