ყოველდღიურმა ფრანგულმა გამოცემა ”L’Equipe”-მა გაავრცელა ცნობა, რომ ერიკ აბიდალს და ”ბარსელონას” შორის ახალი შეთანხმების გაფორმება ეკონომიკური საკიტხების გამო იწელება.
გადის დღეები, ხოლო ერიკ აბიდალი კვლავ არ ახანგრძლივებს ”ბარსელონასთან” კონტრაქტს. ოქტომბრის ბოლოს, უკანასკნელ შეხვედრაზე მოსალოდნელი იყო, რომ შეთანხმება დასრულდებოდა, მაგრამ ამ დროისთვის არავითარი სიახლე არ არის. ხუთშაბათს კი ”L’Equipe”-მა გაარკვია, რომ უთანხმოება არის იმაში, თუ რას ითხოვს ფეხბურთელი და რას სთავაზობს კლუბი. ამ საკითხის გარდა იმავე წყაროს ცნობით კლუბი დათანხმდა აბიდალს 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალებით.
თუკი უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ მოგვარდება საქმე ძალიან გართულდება. ერიკ აბიდალს კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო 1 იანვრიდან მას უფლება ეძლევა ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს თავისუფალი მოლაპარაკებები. უფასოდ ერიკ აბიდალის გაფორმება კი ძალიან მომგებიანი ისეთი კლუბებისთვის, როგოებიცაა ”პსჟ” და ”მილანი”, რომლებიც უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ფეხბურთელს.



