ლამინი იამალი ჰოლანდის რეკორდს უმიზნებს

ლამინი იამალი ჰოლანდის რეკორდს უმიზნებს

“ბარსელონას” ახალგაზრდა მოთამაშე შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 გოლში მონაწილეობის მიმღები ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდეს.

როდესაც წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი აქვს, ლამინ იამალს მოტივაცია არასდროს აკლია, განსაკუთრებით თუ მეტოქე “ატლეტიკოა”, გუნდი, რომელთანაც “ბარსას” ანგარიშების გასწორება სურს. არსებობს სტატისტიკა, რომელიც ლამინს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. აკადემიის აღზრდილს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის რვა შეხვედრაში ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა აქვს, რაც ახალი რეკორდის ზღვარზე ყოფნას ნიშნავს.

თუ ის “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ ამ მატჩში გოლს გაიტანს ან საგოლე გადაცემას შეასრულებს, ლამინი 18 წლისა და 269 დღის ასაკში ერთ გათამაშებაში 10 ან მეტ გოლში მონაწილეობის მიმღები ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდება. Opta-ს მონაცემებით, ამით ის ერლინგ ჰოლანდს გადაასწრებს. ჰოლანდმა 2019-2020 წლების სეზონში, 19 წლისა და 212 დღის ასაკში, 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

“ბარსელონას” გარემარბმა ორი მატჩი – ერთი ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნიუკასლის” წინააღმდეგ, ხოლო მეორე დისკვალიფიკაციის გამო “სლავიასთან” მატჩში – გამოტოვა. ლამინ იამალმა დარჩენილი რვა შეხვედრიდან ექვსში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 აპრ 2026, 17:55

    კიდევ უფრო მაგრად უნდა მოიხოდოს და ახალ დონეზე გადავიდეს

  • Rick Sanchez
    schedule 08 აპრ 2026, 16:48

    კაპიტნად მყავს ლიგაზე, მოუწევს აქტიურობა

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2026, 13:27

    იმედია იამალიც საქმის კურსშია. და რა თქმა უნდა მოიკლავს თავს. და თუ კიდევ ბევრს გაატრაკებს აგერ პსჟ იხვეწება და 350 მლნ-ც მზადა აქვთ.