workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას 3 ფეხბურთელი უბრუნდება

ბარსელონას 3 ფეხბურთელი უბრუნდება

“ბარსელონაში” კარგი ამბებია. დღევანდელ ვარჯიშზე მოედანზე დაბრუნდნენ ალეხანდრო ბალდე, ჟიულ კუნდე და ერიკ გარსია, რაც გუნდისთვის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მოახლოებული მატჩების წინ სერიოზული გაძლიერებაა.

ფეხბურთელებმა მონაწილეობა გუნდური ვარჯიშის ნაწილში მიიღეს, რაც მიუთითებს, რომ მათი დაბრუნება ძალიან ახლოსაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალდესა და კუნდეს დაბრუნება, რადგან დაცვის ხაზში “ბარსელონას” ბოლო პერიოდში აშკარად აკლდა სტაბილურობა.

ამ ფონზე, გუნდს ჯერ კიდევ აკლია ფრენკი დე იონგი – ნიდერლანდელი ნახევარმცველი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით, დარბაზში აგრძელებს მუშაობას და მისი დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია.

ჰანსი ფლიკისთვის ეს სიახლე დროულია – სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე “ბარსელონა” ეტაპობრივად იბრუნებს ტრავმირებულ ფეხბურთელებს და “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებისთვის ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • joy
    schedule 01 აპრ 2026, 09:42
    #12
    გუშინ, 11:10, Just_Barca_Lover თქვა:

    60 თუ შემოგვთავაზეს დაუფიქრებლად უნდა გავყიდოთ, ტორესზე უკეთესი ბიჭები გვყავს ლა მასიაში და საერთოდ რახან სტრაიკერის გაჭირვება გვაქვს მგონი ჯობია ცრუ ცხრიანზე გადავიდეთ. 

    60 წარმოუდგენელი ფასია ტორესისათვის! იმდენად უსარგებლოა ბარსაში, 20-25 რომ გადაუხადონ უნდა გაყიდონ, თან იმ პირობით რომ ბარსელონაში ქალაქში ჩამოსვლაც კი აუკრძალოს!

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2026, 01:12
    #11

    რაფინიას გარეშე ვერ იქნება ოპტიმალური გუნდი. რაფა გუნდის მატორია.

    გუშინ, 11:10, Just_Barca_Lover თქვა:

    60 თუ შემოგვთავაზეს დაუფიქრებლად უნდა გავყიდოთ, ტორესზე უკეთესი ბიჭები გვყავს ლა მასიაში და საერთოდ რახან სტრაიკერის გაჭირვება გვაქვს მგონი ჯობია ცრუ ცხრიანზე გადავიდეთ. 

    ტორესი ატლეტიკოს უნდა.

  • Rick Sanchez
    schedule 31 მარ 2026, 22:57
    #10

    რაფინია და დე იონგი უზარმაზარი დანაკლისია

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 31 მარ 2026, 17:25
    #9
    6 საათის წინ, Just_Barca_Lover თქვა:

    60 თუ შემოგვთავაზეს დაუფიქრებლად უნდა გავყიდოთ, ტორესზე უკეთესი ბიჭები გვყავს ლა მასიაში და საერთოდ რახან სტრაიკერის გაჭირვება გვაქვს მგონი ჯობია ცრუ ცხრიანზე გადავიდეთ. 

    მე თანახმა ვარ გაყიდონ ტორესი

  • me da barca
    schedule 31 მარ 2026, 16:00
    #8

    ალილუია

  • Just_Barca_Lover
    schedule 31 მარ 2026, 11:10
    #7

    60 თუ შემოგვთავაზეს დაუფიქრებლად უნდა გავყიდოთ, ტორესზე უკეთესი ბიჭები გვყავს ლა მასიაში და საერთოდ რახან სტრაიკერის გაჭირვება გვაქვს მგონი ჯობია ცრუ ცხრიანზე გადავიდეთ. 

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 31 მარ 2026, 10:39
    #6

    🇪🇸 𝗠𝘂𝗻𝗱𝗼 𝗗𝗲𝗽𝗼𝗿𝘁𝗶𝘃𝗼 – ბარსელონას ესპანელი ფორვარდის, ფერან ტორესის, მიმართ ინტერესს სხვა ინგლისურ კლუბებთან ერთად არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ.

    ❓ “მეთოფეებო”, გსურთ 26 წლის ტორესის “ემირეითსზე” გადმობარგება?

    #არსენალი #ბარსელონა #მანჩესტერი #ტორესი #Arsenal #Barcelona #ManchesterUnited #Torres #TransferNews

  • არისტაფანი
    schedule 31 მარ 2026, 09:11
    #5
    გუშინ, 23:11, Lasha Mamuladze თქვა:

    აიი ძაან მიტყდება მეც ეგ ამბავი, ფაბრიციოს ედო პოსტი, რომ რეალ მადრიდი და ინგლისის ნაკრები შეთქნხმდნენ რომ ბელინგემი არ ითამაშებს, რადგან ახალი დაბრუნბულია ტრავმიდან, აი ბარსას ფეხბურთეოებზე რატონარ ვრცელდება იგივე ძაან მიკვირს რააა, რაფინიას რო არ  ეთამაშა უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა ბრაზილია თუ რა ბაზარია რაა, ამხანაგურები გააწურინეს ბარსელონას ფეხბურთელებს სააღოლ იმიტომ, რომ პერესთან შედარებით ლაპორტა მაიმუნია🐀🐒 ცარიელი სიტყვები, ჰაერი + ტყვილები. როცა საქმეა გასაკეთებელი ლაპარაკობს🤮 შეადარე ერეკლე და ჩემი კლე ერთმანეთს😕

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 31 მარ 2026, 07:31
    #4

    რაფინიას დანაკლისია ძალიან მძიმე

  • Lasha Mamuladze
    schedule 30 მარ 2026, 23:11
    #3

    აიი ძაან მიტყდება მეც ეგ ამბავი, ფაბრიციოს ედო პოსტი, რომ რეალ მადრიდი და ინგლისის ნაკრები შეთქნხმდნენ რომ ბელინგემი არ ითამაშებს, რადგან ახალი დაბრუნბულია ტრავმიდან, აი ბარსას ფეხბურთეოებზე რატონარ ვრცელდება იგივე ძაან მიკვირს რააა, რაფინიას რო არ  ეთამაშა უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა ბრაზილია თუ რა ბაზარია რაა, ამხანაგურები გააწურინეს ბარსელონას ფეხბურთელებს სააღოლ 

  • Visca-barca
    schedule 30 მარ 2026, 19:05
    #2

    ეს დე იონგი რავერ გამოკეთდა რა უბედურებააა მაგაზე ადრე ბალდემ და კუნდემ მოასწრენ გამოჯამრთელება მართლა ქეთინოა

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 30 მარ 2026, 18:09
    #1

    კარვი ამბავია მაგრამ რაფინიაზე გული მწყდება