workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: დრო არ მაქვს ამაზე საფიქრელად”

ფაბრეგასი: დრო არ მაქვს ამაზე საფიქრელად”

 ფეხბურთელს არ სურს რაიმე კომენტარის გაკეთება “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის მოლაპარაკებების შესახებ. იგი მთლიანად ნაკრებზეა კონცენტრირებული.

 სესკ ფაბრეგასი ცდილობს არ ჩაერთოს სატრანსფერო საქმეებში. ფეხბურთელი ერიდება იმ კლუბებზე საუბარს, რომლებმაც მას საფეხბურთო გამოცდილება მისცეს. სესკის აზრით, ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იყოს კონცენტრირებული და სხვა მოვლენები ჯერჯერობით მას არ ეხება.

 “მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო. ეს ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ სხვა რამეზე ფიქრი ჩემი მხრიდან უბრალოდ დანაშაული იქნება. მე ჩრდილში ვარ და ყველაფერი ჯერჯერობით კარგად გამომდის. უბრალოდ დრო არ მაქვს ტრანსფერებზე საფიქრელად.” – განაცხადა სესკმა “Efe”-სთან ინტერვიუში.

 ფაბრეგასი მინდორს დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც მძიმე ტრავმა მიიღო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც მისი კლუბი “ბარსელონასთან” დამარცხდა.

 ნახევარმცველი თავს კარგად გრძნობს. როგორც ჩანს მან ადვილად გადაიტანა გამოსაჯანმრთელებელი კურსი.

 სესკი, რომელმაც ვერ ითამაშა საუდის არაბეთის წინააღმდეგ, დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშბს. ეჭვი არავის ეპარება, რომ კატალონიელი დელ ბოსკეს ნდობის მოპოვებას ეცდება და ადვილად ძირითადი შემადგენლობს ადგილს არავის დაუთმობს.

 “მე ვმუშაობ და მზად ვარ დავამტკიცო, თუ მენდობიან, იმედებს აუცილებლად გავამართლებ. მხოლოდ და მხოლოდ მინდორზე გასვლა და გამარჯვება მსურს.” – აცხადებს სესკი.

 ფაბრეგასი ასევე შეეხო ესპანელების მეკარეთა ტრიოს და განაცხადა, რომ ასეთი ფეხბურთელების ყოლა ნებისმიერი ნაკრების ოცნებაა.

წყარო: www.sport.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში