“ბარსელონა” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად გაინაღდა. ამ ინფორმაციას Football Meets Data ავრცელებს.
ლა ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდი გადის. ტურნირის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი, ანუ თითო გუნდს კიდევ მაქსიმუმ 27 ქულის აღება შეუძლია, “ბლაუგრანა” კი მეხუთე ადგილზე მყოფ “ბეტისს” 29 ქულით უსწრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰანსი ფლიკის გუნდს ოთხეულში ადგილი გარანტირებული აქვს.
ევროპულ ჩემპიონატებში კიდევ რამდენიმე გუნდია, რომლებსაც კონტინენტის უმთავრეს ტურნირზე მოხვედრა თითქმის განაღდებული აქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ.
ეუფ ოთხეული განაღდებულია, ახლა თავისუფლად გატეხავენ თამაშებს 😃
🇧🇷🗣️რაფინია: „18 წლის რომ ვიყავი, აკადემიებმა იმდენჯერ დამიწუნეს, რომ სათვალავიც კი ამერია. „ინტერნასიონალში“, „გრემიოში“, ყველგან ერთი და იგივე მეორდებოდა: ერთკვირიანი სინჯები და შემდეგ საბაბი: „ზედმეტად პატარა ხარ, ზედმეტად სუსტი ხარ, ძალა არ გაქვს“. სულ ერთი და იგივე. სანამ 19 წლის გავხდებოდი, „ავაის“ 20-წლამდელთა გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა ტრავმა მივიღე და როცა ფორმაში დავბრუნდი, გუნდში ვეღარ მოვხვდი. განაცხადშიც კი არ შევყავდით. მითხრეს, რომ მარტოს მევარჯიშა. მშობლებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ყელში ამოვიდა. სახლში დაბრუნება მინდოდა. მამაჩემმა მითხრა, რომ პრობლემა არ იყო. დედაჩემმაც იგივე თქვა, თუმცა დაამატა: „თუ შენს ოცნებაზე უარს იტყვი, ჩვეულებრივი სამსახურის შოვნა მოგიწევს“. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელობა 7 წლიდან მინდოდა, ამიტომ სკოლა არ დამიმთავრებია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სუპერმარკეტში, საპარიკმახეროში ან სადმე მსგავს ადგილას მომიწევდა მუშაობის დაწყება. ვიცოდი, რას ნიშნავდა ასეთი ცხოვრება, რადგან დედაჩემს უამრავი სამსახური ჰქონდა გამოცვლილი. ის არასდროს ნებდებოდა. ტელეფონი რომ გავთიშე, ყველაფერი გავიხსენე და გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა“.
ტოტენჰემი გასავარდ ზონაშია
თუ გავარდა კაია
იქნებ მიკის ფასი კიდე უფრო დაეცეს
ეგ ჯერ კიდევ ლა ლიგის დაწყებამდეა ხოლმე გარკვეული
ეხლა წავიკითხე სწორედ სპორტ-ექსპრესზე.
„ბარსელონა“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი მოიპოვა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ბეტისმა“ ლა ლიგის 29-ე ტურში „ატლეტიკ ბილბაოსთან“ 2:1 წააგო. ამგვარად, კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში მინიმუმ მეოთხე ადგილი დაიკავეს.
გილოცავთ!