workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზე მოურინიო: მადლობა ღმერთს, მამას დავუჯერე და ბარსელონაში დავრჩი

ჟოზე მოურინიო: მადლობა ღმერთს, მამას დავუჯერე და ბარსელონაში დავრჩი

ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო დეტალი გაიხსენა თავისი კარიერის საწყისი ეტაპიდან, როდესაც ის “ბარსელონაში” ასისტენტად მუშაობდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ერთხელ მას ჰქონდა შესაძლებლობა, კლუბი უფრო ადრე დაეტოვებინა, თუმცა საბოლოოდ ეს არ გააკეთა – და ამაში დიდი როლი მისმა მამამ ითამაშა.

მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა ის ბობი რობსონის ასისტენტი იყო, “ბრაგამ” დაუკავშირდა და მთავარ მწვრთნელად დანიშვნა შესთავაზა. მოურინიოს ძალიან სურდა ამ შანსის გამოყენება, თუმცა საბოლოოდ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

როცა “ბარსელონაში” ასისტენტი ვიყავი, “ბრაგა” დამიკავშირდა. მამას ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ მან მირჩია, რომ გონივრულად მოვქცეულიყავი. მითხრა, რომ ჩემი შანსი მაინც მოვიდოდა – იქნებოდა ეს “ბრაგა”, “ვიტორია გიმარაეში” თუ სხვა პორტუგალიური კლუბი. მან მირჩია, მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო “ბარსელონაში”, რათა მესწავლა, რას ნიშნავს დიდ ფეხბურთელებთან მუშაობა. საბედნიეროდ, მას დავუჯერე.

– ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Mundo Deportivo.

მოურინიომ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მისი თქმით, სწორედ “ბარსელონაში” გატარებულმა პერიოდმა მისცა საშუალება, ახლოდან გაეცნო მაღალი დონის ფეხბურთელებთან მუშაობის სპეციფიკა და დიდი კლუბის შიდა პროცესები.

პორტუგალიელი მწვრთნელი მადლობას უხდის მამას იმ რჩევისთვის, რომელმაც საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია მის მომავალზე და პროფესიონალურ განვითარებაზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 მარ 2026, 14:37
    #5

    რა ისწავლე რო ბარსაში

  • nika 54
    schedule 22 მარ 2026, 13:34
    #4

    ეს ბარსელონაში თარჯიმნად იყო, ასისტენტად რობსონმა დააწინაურა და გაათავხედა. საზიზღარი პიროვნებაა მახსოვს მესიმ ახლოს გაუარა და ამ ღორმა ცხვირზე აიფარა ხელი და თან ისე გაიქნია ხელი თითქოს ჰაერი გაანიავა. ამ დროს გუნდში რამოსი და პეპე ყავდა, რომლებიც მართლა ყარდნენ.

  • Don_Andresito
    schedule 21 მარ 2026, 09:49
    #3

    მაინც ვერაფერი იწაავლე და ..ედ დარჩი. ამისი რეალი ფეხბურთის ისტორიის ლაქაა, ვერასდროს ჩამოირეცხავს პეპეს, კარვალიოს რამოსის მარსელოს კოენტრაოს და მაგ ნაგვების ქცევას კლასიკოების დროს. მესიზე ნადირობას ბინძური გზებით. მიხარია რო ბოლომდე დედა მოგ..ნა, ფენერბახჩედან გამოგაგდეს, ახლა ბენფიკადან მოგისვრიან და ბოლო აროუკაში ამოყობ თავს ასისტენტად

  • Lasha Mamuladze
    schedule 21 მარ 2026, 08:12
    #2

    Aron, აბააა რა დაითვლის ამის გაკეთებულ სააქმეებს ბარსასთვის.. 😁😁 ბარსას მაინც ვერაფერი დაააკლო მარა მაინც არ მომწონს ეს ტიპი,, რაღაცნაირიააა, თითქოს და მაგის ვიზუალი გეუბნრბა რომ არ უნდა მოგწონდეს

  • Aron
    schedule 20 მარ 2026, 23:52
    #1

    ხოო, არ დაავიწყდება ბარსელონას შენი მადლიერება და ,,ღვაწლი"…