workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია სევილიასთან თამაშის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია სევილიასთან თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მატჩისწინა კონფერენციაზე წარსდგა და ისაუბრა “სევილიასთან” მატჩზე, ლამინ იამალის შესაძლო დასვენებაზე, გავის დაბრუნებაზე და გუნდის დაცვაზე.

ლამინ იამალის შესაძლო დასვენებაზე

“ვნახოთ.”


პირველი რეაქცია გავის დაბრუნებაზე

“დარწმუნებული ხარ, რომ ხელმისაწვდომია? უკვე გამოვაცხადეთ?”

შემდეგ უფრო სერიოზულად დაამატა:

“კარგია, რომ ისევ გვყავს.”


კუბარსი და ჟერარ მარტინი დაცვაში

“ერიკ გარსიამ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა “ატლეტიკოსთან” და “ნიუკასლთანაც” ვერ გამოვიდა მოედანზე. ჟერარის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ დამოკიდებულებასა და მენტალიტეტში ძალიან გაუმჯობესდა – ყოველთვის კონცენტრირებულია თითოეულ მატჩზე. ვარჯიშზეც ძალიან მომწონს, რასაც მისგან ვხედავ. კუბარსის შესახებაც იგივე შემიძლია ვთქვა – ორივეთი ძალიან კმაყოფილი ვარ.” 


ფრენკი დე იონგის დაბრუნებაზე

“იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება, ყველაფერი კარგად მიდის.”


ნიუკასლთან 1-1-ზე

“ზოგჯერ, როგორც “ატლეტიკოსთან” წაგებისას, რაღაც გაკვეთილს სწავლობ. მაგრამ 11 დღეში ოთხი მატჩი ჩავატარეთ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ ბრუნდება – ყველაფერს დრო სჭირდება. პედრი, რაფინია და მარკუს რეშფორდი კარგად თამაშობენ. არცერთი მატჩი ადვილი არ ყოფილა, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმეებს სწორად ვაკეთებთ.”


ჩავი ესპარტის შესაძლო ძირითადზე

“გუნდის ყველა ფეხბურთელს შეუძლია ძირითადში თამაში. ჩავი ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, მერე ტრავმა მიიღო, ახლა კი ისევ ვარჯიშობს და კიდევ ერთი ვარიანტია; ბალდე და კუნდე ვერ ითამაშებენ.”


რუნი ბარჯის სათამაშო წუთებზე

“ცოტას თამაშობს? პრობლემა არ არის. ის ძალიან პროფესიონალია და შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდში თამაში მისთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმ ხარისხის გამო, რაც აქაა. ვიცით, ვინ თამაშობს მის პოზიციაზე და მისთვის ადვილი არ არის, მაგრამ ვიმეორებ – მისი მენტალიტეტი და დამოკიდებულება ძალიან კარგია. ვარჯიშებზე დიდ სამუშაოს ასრულებს.”


ფერან ტორესისა და ლევანდოვსკის უგოლო სერიაზე

“ასეთი რამ ხდება. ახლა კარგი მომენტია, რომ უკეთესები გახდნენ. ვარჯიშზე რაც ვნახე, სწორ გზაზე ვართ.”


გავის დაბრუნების გეგმაზე

“მისი დაბრუნება მიხარია. ეს ძალიან კარგი სიახლეა. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ. ვარჯიშზე ვნახეთ და მომეწონა, რასაც ვხედავ, მაგრამ სწორად უნდა ვმართოთ. მას სწორი დამოკიდებულება აქვს, საკუთარ სხეულსაც ენდობა და იცის, როგორ ითამაშოს. ყველამ ვიცით, როგორია გავი – მისი ინტენსივობა და ის, რასაც გუნდს აძლევს, ძალიან მომწონს.”


კლუბის არჩევნებსა და კონცენტრაციაზე

“100%-ით კონცენტრირებული ვარ მატჩზე. ამ კვირაში კიდევ სამი თამაში გვაქვს, სამივეს სახლში ვთამაშობთ და  ჩვენი მიზანია, თითოეული მოვიგოთ. “სევილიას” თავისი ძლიერი მხარეები აქვს, მათ ჩვენ უკვე მოგვიგეს, მაღალი პრესინგით თამაშობენ… ჩვენ კი გამარჯვება გვინდა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2026, 19:53
    #7

    სევილია ძალიან გაბანძდა ვერ არის ფორმაში.

  • პენდრაგონი
    schedule 15 მარ 2026, 18:35
    #6

    მიდი ჰანს რევანშია ასაღები სევილიასთან

  • Visca-barca
    schedule 15 მარ 2026, 14:41
    #5

    რეალი მბაპეს გარეშე უკეთესად რო თამაშობს ფაქტია სიტისთან ბრუნდებაო დაიწერა და რო გამოვარდნენ ეხლა😂მაგრამ შანსი ნულია მაგის სიტი ძაან ცუდია რასაც ქვია ჰალანდს ჰო გოლი არ გაუტანია კაი ხანია გუშინ მოსაგები თამაში ქონდათ რო შეემცირებიათ სხვაობა და ფრე ითამაშენ რაც დე ბრუინი წავიდა კრეატივი მოაკლდა გუნდს და პლიუს ჰოლანდიც მიტო აღარაა ეგეთი პროდუქტიული ფოდენი ვაფშე სკამზე გაახმო გვარდიოლამ და ვატყობ
    ბარსელონაზე რო წერდნენ მაგის შესაძლო ტრანსფერზე გამოვიდეს შეიძლება

  • Moriarti
    schedule 15 მარ 2026, 14:14
    #4

    Barca,
    საჭირო თუ არიქნება სულ დაასვენოს, უბრალოთ ეს თამაში უეჭველი მოსაგებია

  • Barca
    schedule 15 მარ 2026, 13:46
    #3

    ციტატა: Moriarti
    სევილიას გადახალისებული შემადგენლობით უნდა მოვუგოთ. იამალი, პედრი, ბერნალი, რაფინია აუცილებლად უნდა დავასვენოთ. მაქსიმიმ ბოლო 20 წუთი ითამაშონ.


    არც ეგ 20 წუთია საჭირო

  • Moriarti
    schedule 15 მარ 2026, 13:35
    #2

    სევილიას გადახალისებული შემადგენლობით უნდა მოვუგოთ. იამალი, პედრი, ბერნალი, რაფინია აუცილებლად უნდა დავასვენოთ. მაქსიმიმ ბოლო 20 წუთი ითამაშონ.

  • araujo4
    schedule 15 მარ 2026, 13:03
    #1

    არ არის სევილია სახუმარო. თან ბევრს დაასვენებს