გთავაზობთ ესპანელი ჟურნალისტის, დავიდ ბერნაბეუს სვეტის თარგმანს, რომელიც mundodeportivo.com-მა გამოაქვეყნა.
კრიშტიანუ ბოსნიაში ჩაფრინდა, თუმცა მათ დაიწყეს ყვირილი: “მესი! მესი! მესი!” სწორედ ამას სკანდირებდნენ თეთრი ვარსკვლავის მისამართით პლეი-ოფის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე. სხვათაშორის, ხსენებულ მატჩში წარუმატებელმა გამოსვლამ შესაძლოა, პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვოს. კრიშტიანუ შეეცადა, რაც შეიძლება სწრაფად შეეფარებინა თავი სასტუმროსთვის, რათა გასცლოდა საფრთხესა და “არანორმალურებს”. მესის დიდება და წარმატება უკვე მსოფლიო დონეზე განიხილება, ამიტომ თავად პორტუგალიელი აღარ ცდილობს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წასვლად, ან უბრალოდ თავის დარდს ვეღარ მალავს. “ოქროს ბუცის” მიღების შემდეგ მან ნიღაბი მოიხსნა: “გოლები – ეს ფაქტია. “ოქროს ბურთი” – უბრალოდ მოსაზრება.” სწორედ ამ ფრაზის წარმოთქმა მართებდა მას 2008 წელს, როცა მისმა “გაფუჭებულმა” პენალტმა კინაღამ ლიგის ჩემპიონობა დააკარგვინა “მანჩესტერ იუნაიტედს”. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რონალდუს კიდევ ერთხელ მოუწევს მესის ზეიმზე დასწრება ციურიხში და ამისთვის მზადება მან უკვე უნდა დაიწყოს. ერთადერთი, რაც პორტუგალიელს ხელმოსაჭიდი დარჩა, არის სტატისტიკა. დააკვირდით, რომ უკვე აღარავინ საუბრობს ფინტებსა და ფილიგრანულ მონახაზებზე, რადგან ამ სფეროს მესი ერთპიროვნულად ლიდერობს. ამიტომ მოდით, უბრალოდ დავსვათ შეკითხვა: რამდენი დიდებული მატჩი ჩაატარა თითოეულმა მათგანმა? ეს არის და ეს. ხსენებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გავიგებთ, თუ რა მანძილით არიან დაშორებულები მესი და რონალდუ ერთმანეთისგან. პასუხი მარტივია – ძალიან დიდი!



