workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer

სულ უფრო ხშირად ისმის და იწერება რაფაელ მარკესის “ბარსელონადან” სხვა კლუბში გადაბარგების შესახებ, რაც ძალიან საწყენია “ბარსელონას” ნებისმიერი ერთგული ქომაგისათვის, თუმცა ხანდახან დგება დრო განშორებისა. ის თუ წავა, მხოლოდ ფიზიკურად, რადგან მის 7 წლიან ერთგულებას კლუბის და საკუთარი გულშემატკივრების მიმართ არავინ დაივიწყებს. სწორედ ამ გარემოებების გამო გადავწყვიტე მცირე სტატიით დავუფასო ის უდიდესი ღვაწლი რაც მან ჩვენი გუნდისათვის გასწია.

რაფაელ მარკესი მექისკის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ზამორაში დაიბადა 1979 წლის 13 თებერვალს. ზამორა მექსიკის ერთ-ერთი შტატის მიჩოკანის დედაქალაქია, სადაც დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სწორეს ამ ქალაქიდან შეძლო რაფაელ მარკესმა თავისი უდიდესი კარიერის დაწყება და ის ნამდვილად გახდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი.

14 წლის ასაკში ზამორადან რაფა მარკესი მექსიკის მოსახლეობით მეორე ქალაქ გვადალახარაში, საფეხბურთო კლუბ “ატლასის” ახალგაზრდულ გუნდში სინჯებზე მივიდა. 100 გასინჯული ბავშვიდან მხოლოდ 2 შეარჩიეს და ამათგან ერთ-ერთი რაფარელ მარკეს ალვარესი გახლდათ. მარკესი “ატლასის” ახალგაზრდულ გუნდში 3 წლის მანძილზე თამაშობდა, 17 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი მექსიკის პირველ დივიზიონში, მან მალევე დაიმკვიდრა ადგილი “ატლასის” ძირითად შემადგენლობაში და აქედან დაიწყო მისი კარიერის აღმასვლა.

გასაოცარია ის ფაქტი რომ რაფაელ მარკესს მხოლოდ 15 მატჩის ჩატარება დაჭირდა “ატსალის” მაისურით, რომ მაშინდელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ლეგენდარული ბორა მილუტინოვიჩის ყურადრება მიექცია და 1997 წლის 5 თებერვალს ქალაქ მეხიკოში, მსოფლიოს სიდიდით მეორე “აცტეკას” სტადიონზე მისი დებიუტი შედგა ეკვადორის ნაკრების წინააღმდეგ.

1999 წელს მარკესი დაეხმარა “ატლასს” გასულიყო მექსიკის ზაფხულის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ისინი “ტოლუკასთან” დამარცხდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ რაფაეელ მარკესმა მონაწილეობა მიიღო კოპა ამერიკის ტურნირში მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, სადაც ეს გუნდი საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამავე წელს მექსიკის ნაკრებმა და რაფა მარკესმა კონფედერაციის თასის ფინალში დაამარცხეს უძლიერესი ბრაზილიის ნაკრები და აღნიშნულ ტიტულს დაეუფლნენ.

ამის შემდეგ რაფა მარკესი შეიძინა საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე “მონაკომ”. პირველივე წელს (2000) “მონაკოს” შემადგენლობაში რაფა მარკესმა შეძლო საფრანგეთის ჩემპიონატისა და სუპერთასის მოგება, ის აგრეთვე დაასახელეს საფრანგეთის წლის საუკეთესო მცველად. აქედან მოყოლებული ფეხბურთელმა დაიმკვიდრა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მცველის რეპუტაცია და სახელი. ერთადერთი რაც მარკესს კარიერის მანძილზე ხელს უშლიდა ეს იყო გაუთავებელი ტრავმები.

“მონაკოში” ასპარეზობის ბოლო სეზონში (2002-2003) მარკესმა და კომპანიამ შეძლეს საფრანგეთის თასის მოგება. კატალონიურ გრანდში ჰოლანდიელი ფრენკ რაიკაარდის მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი მარკესის “მონაკოდან” “ბარსელონაში” გადასვლა იყო. რაფაეელ მარკესი გახდა პირველი მექსიკელი ფეხბურთელი “ბარსელონას” არსებობის ისტორიაში.

ფეხბურთელის დებიუტი “ბარსელონას” მაისურით 2003 წლის 3 სექტემბერს “კამპ ნოუზე” შედგა “სევილიას” წინააღმდეგ. 2004-2005 წლების სეზონში რაფაელ მარკესმა დამტკიცა საკუთარი მაღალი კლასი და მრავალფეროვნება მოედნის დაცვის ცენტრში. შემდეგ სეზონში კი პუიოლი და რაფა მარკესი საუკეთესო დუეტად დაასახელეს მთელს მსოფლიოში, ფეხბურთელებიდან რომლებიც დაცვის ცენტრში თამაშობდნენ. შემდეგი 2006-2007 წლის სეზონი რაფაელ მარკესის კარიერაში ტრავმის გამო წარუმატებლად დაიწყო, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მას ადგილი არ დაუკარგავს. იაია ტურეს მოსვლის შემდეგ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მას აღარ უთამაშია და კვლავ საკუთარ “მშობლიურ” სათამაშო პოზიციას დაუბრუნდა.

2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში “კამპ ნოუზე” ლონდონის “ჩელსთან” რაფაელ მარკესმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რამაც ძალიან ცუდი დაღი დაასვა მის მომავალ პერსპექტივებს. მან გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი “მანჩესტერ იუნაიტედთან.”

ეროვნული ნაკრები

მის დიდებულ ხასიათზე მეტყველებს ის, რომ 20 წლის ასაკში ის უკვე ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა და საკუთარი ქვეყნის ნაკრები კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა 2002 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, ის კაპიტანი გახლდათ აგრეთვე კონფედერაციის თსის ოთხ ტურნირზე 1999, 2001, 2004 და 2007 წლებში.

მადლობა რაფა...

სათამაშო სტილი

ძალიან ტექნიკური “მემარჯვენე” მცველი, რომლისთვისაც მოწინააღმდეგის მოტყუება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ის გამორჩეულია გრძელი პასების სიზუსტითაც, აქვს დიდებული საჯარიმო დარტყმა და შეუდარებელია თავით თამაშისას.

მექსიკაში ის ცნობილია მეტსახელით “კაისერ მიჩოკანი” ანუ მიჩოკანის მეფე, ეს იმის გამო, რომ ბურთთან ელეგანტური მოძრაობის და ფლობის გამო მას ხშირად “კაიზერ ფრანცს” ანუ ფრანც ბეკენბაუერს ამსაგვსებენ. თუმცა ის სათამაშო პოზიციით ცენტრალური მცველია.

ტიტულები

“ბ ა რ ს ე ლ ო ნ ა”
2009/10 ლა ლიგა

2008/09 ჩემპიონთა ლიგა
2008/09 ლა ლიგა
2008/09 კოპა დელ რეი
2008/09 ესპანეთის სუპერთასი
2008/09 ევროპის სუპერთასი
2008/09 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

2006/07 ესპანეთის სუპერთასი

2005/06 ჩემპიონთა ლიგა
2005/06 ლა ლიგა
2005/06 ესპანეთის სუპერთასი

2004/05 ლა ლიგა

“მ ო ნ ა კ ო”
2002/03 საფრანგეთის ლიგის თასი
2000 საფრანგეთის სუპერთასი
1999/00 საფრანგეთის პირველი ლიგა

მექსიკის ეროვნული ნაკრები
2003 ოქროს თასი
1999 კონფედერაციის თასი

პირადი ცხოვრება

რაფაეელ მარკესი 2001 წლის დეკემბერში დაქორწინდა მექსიკელ მსახლიობ ადრიანა ლავატზე, მათ ყავთ ორი შვილი ბიჭი სანტიაგო რაფაელი და გოგონა რაფაელა, მიუხედავად ამისა ეს ქორწინება მაინც წარუმატებელი გამოდგა და ისინი 2007 წელს ერთმანეთს დაცილდნენ. ამის შემდეგ რაფაელ მარკესის ცხოვრებაში გამოცნდა მექსიკელი ტოპ-მოდელი ჯაიდი მიშელი, რომელთან ერთად რაფა დღესაც ხოვრობს.
 

ეს სტატია ეძღვნება “ბარსელონას” გულშემატკივრებისათვის დაუვიწყარ მცველ რაფაელ მარკესს და მის ყველაზე დიდ ქომაგს ამ საიტზე რედაქტორ Barcelonisimo…-ს.

წყარო: http://www.fcbarcelona.com/
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward