ჰანსი ფლიკმა “ბილბაოსთან” დღეს გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა.
ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის გამოტოვების შემდეგ რთული დაპირისპირების წინ გუნდს უბრუნდება რობერტ ლევანდოვსკი.
განაცხადს მიღმა დარჩნენ ტრავმირებული ფეხბურთელები: ფრენკი დე იონგი, ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე, გავი და ანდრეას კრისტენსენი.
“ბარსელონას” განაცხადი “ბილბაოსთან” მატჩისთვის: ჟოან გარსია, შჩესნი, კოჩენი, კანსელუ, არაუხო, კუბარსი, ფერან ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, რაშფორდი, ფერმინ ლოპესი, კასადო, ჟერარ მარტინი, რუნი ბარჯი, ბერნალი, ერიკ გარსია, კორტესი, ესპარტი, ტომი,
ოსიმენა ხოდზე
აი ჩვენ მოგებაზე კი ამბობენ, რო ატლე ისევ "დაუწვა" ბარსას,
მოსაგებია
დამცავი ნიღბით ითამაშებს
დაცვაშიც,ნახევარდაცვაშიც და შეტევაში მინიმუმ 1 კაცი დასასვენებელია,გადაღლილები იქნებიან ატლეტიკოს თამაშის მერე და როტაციები არის საჭირო,რეალი რა იღბალა გუნდია ჯარიმა გაუტარეს და რიკოშეტით მოიგეს.
დღეს უეჭველი მოსაგები გვაქვს რომ მშვიდად ვიყოთ პირველ ადგილზე სანამ ელ კლასიკოში რეალს არ მოვუგებთ კამპ ნოუზე
ამის შემდეგ ისინიც დანებდებიან და ზედიზედ მეორე სეზონში დარჩებიან ტიტულის გარეშე
რეალს როგორც ჩანს ყველა თამაშს მოაგებინებენ მსაჯები, თუ მაინცდამინც თავზე არ გადაუარა რომელიმე გუნმდა და ჩვენც ყველა თამაში მოსაგები გვაქვს. რეალთან თამაშამდე რომ მივიდეთ 4 ქულიანი უპირატესობით 90% გაკეთებული იქნება საქმის. მაგრამ ამ შემადგენლობით გაჭირდება ძალიან.
ისე ვუსკოვიჩით ინტერესდება ბარსაო და მართალია? როგორც ვიცი ძალიან პერსპექტიული მცველია მაგრამ მარჯვენა ფეხით თამაშობს და მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი მაინც მოსაყვანი ექნებათ. საუკეთესო ვარიანტი ვან დე ვენია ჩემი აზრით. ფლიკის ტაქტიკას იდეალურად ერგება. მაღალი, ფიზიკურად ძლიერი და ერთერთი ყველაზე სწრაფი მცველია. თავით კარგად თამაშობს და თავგანწირული დაცვის თამაშითაც გამოირჩევა
ჟოან გარსია
ერიკ გარსია—-კუბარსი—-კორტესი ——კანსელო
——————კასადო——-ოლმო
——————-ფერმინი
ბარდგჰი——ტორესი—-რეშფორდი
ამას დავაყენებდი მე. ატლეტიკოს მერე დასვენება საჭირო იქნება
კანსელუ – კუბარსი – ერიკი – მარტინი
ალბათ ყველაზე ოპტიმალური დაცვის ხაზი ეს არის. ან მეორე ვარიანტი შეიძლება.
გარსია – კუბარსი – არაუხო – კანსელუ
რა დრო გვიდგას ყ*ერანის გადამკიდე ბებერ ლევანდოვსკის, რომ ვნატრულობთ.
რეალს იმხელა სკამი აქვს, რომ 2 ძირითადის გუნდს შეკრავს. ჩვენ კი ძირითადის 2 ფეხბურთელი რომ დაგვემტვრეს დარხეული გვაქვს.
იმედია მოიგებენ უსიკვდილოთ, რეალმა მოგების გემო გაიგო და სულ გაგიჟდებიან ჩვენ რო ქულები დავკარგოთ.