ფონტასი დარწმუნებულია მის სამომავლო ”ბარსელონულ” მომავალში და არ დარდობს იმის გამო, რომ მოედანზე მცირე დროს ატარებს.
თამაშის ”ოსპიტალეტთან” ფონტასისთვის მეორე აღმოჩნდა სეზონში. პირველი მატჩი მან სან სებასტიანში გამართა. ამი მიუხედავად ფეხბურთელი რწმენას არ კარგავს: ”ვფიქრობ, რომ თავის გამოჩენისთვის მეტი შანსი მექნება, თუმცა ამასთანავე ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთო არის ის, რომ გამოვიყენო შანსები, რომელსაც მწვრთნელი მომცემს და გავაგრძელო მუშაობა. ჩემთვის მოხერხებულია 3 მცველიანი ტაქტიკა. პრობლემა არ არის, თუ გვარდიოლას კვლავ ამ სქემით გვათამაშებს. მე ვისაუბრე მასთან. ჩემზე ზეწოლა არ არის. მისთვის არ მიკითხავს, თუ რატომ არ ვთამაშობ. თუკი მოედანზე არ არის პიკე ან პუიოლი მათ მასკერანო ცვლის”.
ამავდროულად კი ”ბარსას” მცველის მიმართ ინტერესს იჩენს ”ბეტისი”. მიუხედავად იმისა, რომ ფონტასმა ახლახანს გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი ”ბეტისი” ბოლომდე იბრძოლებს ფეხბურთელის ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს ხელში ჩასაგდებად. ფონტასის გარდა ანდალუსიური კლუბი მარკ ბარტრათი ინტერესდება.



