ხვალ “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში “ატლეტიკოს” სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ფანტასტიკურ გუნდს ვხვდებით. თასზე “ბეტისთან” “ატლეტიკოს” თამაშს ვუყურე. შთამბეჭდავი მატჩი იყო. დიეგო სიმეონე შესანიშნავად მუშაობს. ძალიან მომეწონა, რაც ვნახე. რთული თამაში იქნება.
ეს ორი მატჩი გადაწყვეტს, ვინ გავა ფინალში, რაც ორივე გუნდის მიზანია. უნდა გვახსოვდეს, რომ გასული სეზონიც რთული იყო. წინ 180 წუთია და მზად ვართ, ფინალში მოსახვედრად ვიბრძოლოთ.
რამდენიმე პრობლემა გვქონდა. რაშფორდი მზად არაა. მან “მალიორკასთან” თამაშში დარტყმა მიიღო. ეს კარგი სიახლე არაა, მაგრამ ჩემს გუნდში სრულიად დარწმუნებული ვარ.
რაფინიას უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ის მაქსიმუმს აკეთებს და დიდი ინტენსივობით თამაშობს. ეს სიტუაცია არ მომწონს, რადგან ის გვჭირდება, ისევე, როგორც პედრი, გავი, კრისტენსენი და რაშფორდი.
როგორც ვთქვი და როგორც ყოველთვის ვამბობდი, მხოლოდ “ატლეტიკოსთან” ამ მატჩზე ვარ ფოკუსირებული. “რეალ მადრიდი” არ მაინტერესებს. ეს უკვე იცით. ჩვეულებრივ, ამაზე არ ვსაუბრობ, რადგან, ვფიქრობ, ამ საკითხებზე წერა თქვენთვის კარგია, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. “რეალ მადრიდზე” მხოლოდ მაშინ ვამახვილებ ყურადღებას, როდესაც მათ ვუპირისპირდებით.
კუნდე ყოველთვის მებრძოლი და კონცენტრირებულია, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, ხდება ისე, რომ ის, შესაძლოა, საუკეთესო ფორმაში არ იყოს. თუმცა, ჟიული ყოველთვის ყველაფერს აკეთებს.
მეორე და მესამე დივიზიონის გუნდებს ყველამ პატივი უნდა ვცეთ, რადგან მათ ძალიან კარგად ითამაშეს.
იამალით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ვთქვი, ლამინი კარგად ახერხებს მის გარშემო სიტუაციის მართვას. მას ყოველთვის შეუძლია მატჩების ბედის გადაწყვეტა და გუნდისთვის სწორი მიმართულების მიცემა. იამალი ფანტასტიკური ფეხბურთელია.
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო , კარგი საყურებელი ლინკი თუ გეგულებათ გამოუშვით რა მერე
მიდი ჰანს რაღაცა გვიშველე ერთხელაც
ნუ გჯერა მაგ სისულელის 😀 ქართულ ნარატივში კარგად გამოცდილი დაგოიმების მეთოდია ეგ😀 რანაირად გჯერათ მაგის კარგით რა თან მარკას გაავრცელა პირველმა😀
ვერ ვხვდები რანაირად არის პრეზიდენტი რომელმაც ვერანაირი ფინასური წინსვლა განახორციელა კარგი პრეზიდენტი 😀 რაც ლაპორტამ გააკეთა ყველა გააკეთებდა კლუბის პროწქტების წილების დაყჯდვას რა უნდოდა 😀 ან სატელევიზიო უფლებების გაყიდვას რა უნდოდა 5 წელია 1:1 წესზე გადადის გუნდი პოლიტიკოსი პოლიტიკაში კლუბის პრეზიდენტად კიდე გამოციდილი ბიზნესმენი ვინაც იცის როგორ ამოიტვანოს კლუბი მილიარდიანი ვალიდან და როგორ გაყიდკს ფეხბურთელები
არ მჯერა რომ მოვიგებთ. რაფინია და პედრი ნახევარი გუნდია.
ამხელა დანაკლისის ფონზე წაგებაც არ იქნება კატასტროფა. მგონია სულ ცოტა ფრეს მაინც ვითამაშებთ, მაგრამ ვაი და წავაგეთ არ ჩამოინგრევა ბასტლიის ციხე. მეორე თამაშში მაინც გავუყრით, ამიტომ ნებისმიერი ანგარიშის მიუხედავად 99% მჯერა რომ ფინალში გავალთ.
ლაპორტა თუ ვერ მოიგებს არჩევნებში ფლიკი წავა და იმედია რომ მოიგებს და დარჩება ფინალების მეფე გუნდში.
ნე მგონი არაუხოსთან ერთად კუნდეც უნდა გაუშვან იმ ფსიქოლოგთან, რო აღარ ჩამოეძინოს ხოლმე თამაშის დროს
კუნდეს მოკლებული აქვს რაც არ უნდა ვთქვათ,აღარ თამაშობს ისე ინტენსიურად და აგრესიულად როგორც შარშან თამაშობდა,მის პირად ცხოვრებაში არის შეიძლება რაღაც პრობლემა ან ნუ ფორმაში ვერაა,არაა კუნდე მარჯვენა მცველი და ვერ მოთხოვ ვერაფერს.
კუნდეს სიტუაცია მართლა უცნაურია, რა გინდა რომ მოუხერხო? ფიზიკურად არაფერი შეცლილა ჭკუაში აურია, გონებით სხვაგან არის აღარაა შარშანდელივით ბოლომდე ჩართული თამაშში, ვერ გამოდგა იამალივით გონებამახვილი, მადლობა ღმერთს რომ მალე მოეგო ის გონზე და დაუბრუნდა ფეხბურთს, ერთმანეთზე უკეთეს მატჩებს ატარებს და შედეგიანობაც დაუბრუნდა, კუნდემ ვერა ვერ გაარღვია მის გარშემო შექმნილი მანკიერი წრე, არავინ წერს მაგ ბიჭზე და არ ვიცი რა ხდება რეალურად მის გარშემო, შეყვარებული ყავს ინფლუენსერ-კაზანტიპი თუ დედა აქირავებს საკუთარ თავს შეხვედრებზე, თუმცა აშკარად რაღაც ხდება კუნდეს გარშემო და ვერ ცვლის მთელი სეზონია უკვე, გამპერის თასზე იყო ის მომენტი თუარ ვცდები რაფინია რომ ირონიულად უყურებდა რას ჩაფიქრებულა ეს ჩემაალა დიდი ჭკუოსანივითო და კუნდე რომ გაშტერებული თვალებით იდგა, მაგ მომენტს ვერ გამოცდა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სადღაც მანდაა გონებით ჩარჩენილი და ვერ ამოდის, ვერც უხერხებს ფლიკი ვარეფერს, გადმოწევს ამ გარსიას და ფაქტიურად იგივეა მერე კიდე ეს გარსიაც ან ცენტრში დაჭირდება ან ნახევარდაცვაში და უნდა დააბრუნოს კუნდე ისევ, კანსელუმ ჯერ რაც ითამაშა მაგას ცალფეხა კუნდე აჯობებს ისევ თან არც განიხილავს მაგას ფლიკი მარჯვნივ რაც ძალიან უცნაურია, არაუხოსაც აღარ აყენებს მარჯვნივ და ისედაც სანდო როარაა ვიცით ყველამ. რავი ფსიქოლოგთან რომ იაროს არ აწყენს მემგონი იქნებ უშველოს და დაუბრუნდეს შარშანდელ ფორმასაც