“ბარსელონას” ინგლისელი შემტევი მარკუს რაშფორდი “ატლეტიკოსთან” ხვალ გასამართ დაპირისპირებას ტრავმის გამო გამოტოვებს.
28 წლის ფეხბურთელმა “მალიორკსათან” გამართულ მატჩში (3-0) მუხლში დარტყმა მიიღო და ტრავმის მორჩენა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. “ბარსელონას” მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ რაშფორდი ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მარკუს რაშფორდმა, რომელიც “ბარსელონას” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” იჯარით ჰყავს აყვანილი, მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 34 თამაშში მიიღო, თავი კი 10 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
თამაშს დიდი ალბათობით დააკლდება რაფინიაც.
მთავარია ისე არ წავაგოთ რომ ვეღარ ამოვქაჩოთ მერე
ფრეა გასაწური
4 ნახევარმცველით ვიქნებით
წესით ფერმინი გადავა მარცხნივ, ოლმო 10ზე და ბერნალი-დეიონგი ცენტრში
რაშფორდი ამწვავებს ხოლმე თამაშში და ამის ტრამვა არ აწყობდა ბარსას არანაირად,რაფინია კიდევ სული და გული არის ბარსასი,ბარსელონამ რა თამაშებიც წააგო რაფინია არცერთში არ თამაშობდა.
Ალბათ კანსელოს დააყენებს ფლიკი
ერთ სიტუაცია მახსენდება, ტიპი მანქანას ყიდის და კლიენტი ეკითხება,
კლიენტი: რაზე მუშაობს ბენზინზე დიზელზე
მეპატრონე: ღმერთის იმედზე
აესეა ჩვენი საქმე ლოცვები უნდა გავაძლიეროთ😃
მადრიდში ალბათ ზეიმობენ, ერთბაშად ორი მარცხენა ფლანგელი რა უბედურებაა. ვის დააყენებს ნეტავ ფლიკი?