ამაღამ “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1/4-ფინალის ერთმატჩიან დაპირისპირებაში “ალბასეტეს” ესტუმრება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
თასის მატჩები მოგვწონს. “ალბასეტეს” დასაკარგი არაფერი აქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
ტერ შტეგენთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ მარკს თანავუგრძნობ. სამედიცინო შემოწმების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
რაფინიას არყოფნა ცუდია, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და ყველა მოთამაშე მჭირდება.
“ელჩესთან” თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მცირე დეტალები მაინც გასაუმჯობესებელი გვაქვს. საქმე სრულყოფილებაში არაა, საქმე გაუმჯობესებაშია. “ჩელსისთან” შეხვედრის შემდეგ, რომელიც დიდი იმედგაცრუება იყო, ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს.
უკვე იცით, რომ დროს წასვლა არ მომეწონა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
რაშფორდს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. ტექნიკითა და სისწრაფით მას მეტის გაკეთება შეუძლია. მარკუსით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ყველამ მაქსიმალური დონე აჩვენოს.
ფეხბურთელების სათამაშო დროსთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს.
ფანტასტიკური ფეხბურთელები გვყავს. მათ შორის საოცარი ატმოსფეროა. ისინი თანაგუნდელები და მეგობრები არიან. ყველა მათგანით კმაყოფილი ვარ.
დეკუს მიერ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გახანგრძლივება? უნდა შევინარჩუნოთ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, მომავალში მნიშვნელოვანი მოთამაშეები იყვნენ.
ბალდემ “ელჩესთან” დაცვაშიც და შეტევაშიც შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მას გაუმჯობესება კიდევ შეუძლია. ამაზე ვმუშაობთ.
ბალდეს პასი ასწავლეთ
ამ დაცვის გადამკიდე რა უნდა მოიფიქროს ისეთი რომ გავქაჩოთ ლიგაზე?
დაცვის ხაზი დაწიოს დაბლა?
მოკლედ შტეგენი მოგვიგდეს უკან, ტრამვა მიიღო და ჟირონამ იჯარა გაუუქმა. პირველი ნომრობა უნდოდა ბიჭს.
გვარდიოლაც ამოწეული დაცვით თამაშობდა და სულ აძრობდა მეტოქეებს… ტყუილად ვაკრიტიკებთ ჰანსს ამის გამო, პრობლემა მომენტების რეალიზაციაა, გასატანი გოლების 70%-ს მაინც რომ იტანდნენ სანერვიულო აღარ გვექნებოდა
Copa wamosagebia uewveli
მოდუნების დრო არარის ჰანს..უნდა გადავხსნათ ყველა ვინც წინ გადაგვეღობება
არ გვყავს ისეთი შენადგენლობა რომელიც ლიგას მოიგებს, ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. როცა გვყავდა მაშინაც გვიჭირდა ფლეიოფებში თამაში ეხლა კი ფლიკი მაქსიმუმს დებს ამ რესურსით. დაცვა ვერ გამოსწორდება შეეგუეთ ამას დაცვა რო გამოსწორდეს მაშინ უკან უნდა დაწიო რაც შეტევას შეასუსტებს ამდენ მომენტს რო ვქმნით ეს ამოწეული დაცვის და ზონური პრესინგის დამსახურებაა რაზეც ფლიკი უარს არ იტყვის და არც უნდა თქვას ჩვენი დაცვა არის შეტევა შეეგუეთ რო სლავია პრაღა, ელჩე და ეგეთი გუნდები ყოველთვის შეგვიქმნიან სახიფათო მომენტებს შეიძლება ორი ან სამი გოლი გაგვიტანონ მაგრამ ჩვენ უფრო მეტს გავუტანთ ეგ არი ჰანსი ფლიკის და დღევანდელი ბარსას ფილოსოფია
ამ დაცვის გადამკიდე რა უნდა მოიფიქროს ისეთი რომ გავქაჩოთ ლიგაზე?
რამე ახალი მოიფიქრე ჰანსი ბიძია თორემ ლიგაზე ყველა ტოპ კლუბი ამოგვტენის :(((