“ბარსელონას” ბრაზილიელ ვარსკვლავს, რაფინიას მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც ის ხვალ “ალბასეტეს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
“ელჩესთან” გამართულ მატჩში (1-3) ჰანსი ფლიკმა რაფინია პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. რამდენიმე წუთის წინ კი გაირკვა, რომ ფეხბურთელს კუნთი აქვს გადაღლილი. “ბარსელონას” ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ თავის დაზღვევის მიზნით ბრაზილიელი “ალბასეტესთან” არ ითამაშებს, გუნდს კი ერთ კვირაში დაუბრუნდება.
“ბარსა” “ალბასეტეს” ესპანეთის თასის ერთმატჩიან დაპირისპირებაში სტუმრად შეხვდება.
გადავიტანთ
ეს რო არ არის გუნდს პერებოი აქვს ხოლმე, მოკლედ მიედანზე ამის არყოფნა ყველაზე ძაან იგრძნობა ხოლმე.
ლიგის მატჩებისთვის უნდა მოიხოდოს, ბრაზილიამ თუ სასწაულებრივად მოიგო მსოფლიო და ბარსაც წარმატებული იქნება წელს, რაფინიას შანსი აქვს მოიგოს ნანატრი ოქროს ბურთი.
1 კვირა გაძლებს ბარსელონა ამის გარეშე და ალბასეტეს გადავლახავთ მარტივად,მაგრამ მერამდენე აქვს ტრამვა ამას და პედრის.
ამას და პედრის ხო არ დაადგათ საშველი. რა დღეშია ბარსას ფიზ.მომზადება 😵💫😵💫😵💫
შტეგენს ტრავმა მიუღია კიდე და ჟირონა გვიბრუნებს უკან მგონი 🙃🙃
ამის გარეშე უნდა მოვუგოთ წესით როგორმე.