
კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველი კარლეს პუიოლი წარდგენილია, 2010 წლის “ოქროს ფეხის” დაჯილდოვებაზე. ეს პრიზი გადაეცემა 29 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს, რომელსაც საუკეთესო კარიერა ჰქონდა და ბევრს მიაღწია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური და ასევე მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივრები. ფეხბურთელს ამ პრიზის მოგება, მხოლოდ ერთხელ შეუძლია. დაჯილდოვება 2010 წლის ოქტომბერში შედგება.
პუიოლის გარდა წარდგენილნი არიან: დევიდ ბექჰემი, სამუელ ეტო’ო, რაულ გონსალესი, სტივენ ჯერარდი, რაიან გიგზი, კლარენს ზეედორფი, ფრანჩესკო ტოტი და ჯანლუიჯი ბუფონი.
ეს კი “ოქროს ფეხის” ბოლო წლების გამარჯვებულნი:
რობერტო ბაჯო(2003)
პაველ ნედვედი(2004)
ანდრეი შევჩენკო(2005)
რონალდო(2006)
დელ პიერო(2007)
როვერტო კარლოსი(2008)
რონალდინიო(2009)
წყარო:totalbarca.com