მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალიანი: “შესაძლოა იბრაჰიმოვიჩმა ხვალ მე დამარტყას”

გალიანი: “შესაძლოა იბრაჰიმოვიჩმა ხვალ მე დამარტყას”

“მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ, განაცხადა, რომ მას მაინც და მაინც არ აღელვებს კონფლიქტი ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ხოსეპ გვარდიოლას შორის. იტალიური გრანდის ერთ–ერთი ხელმძღვანელის აზრით, შვედ ფეხბურთელსა და ესპანელ მწვრთნელს შორის ეს გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო, ახლა იბრა მილანურ კლუბში არ ითამაშებდა.

 

“შეიძლება ითქვას, რომ კარგიცაა ეს კონფლიქტი ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ხოსეპ გვარდიოლას შორის. ეს შელაპარაკება და გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო, შვედი გოლეადორი ახლაც ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით ითამაშებდა. მაგრამ ახლა იგი “სან–სიროზე” შეკრებილ გულშემატკივარს უხარებს გულს. გასაგებია, იბრას თავისი ფსიქოლოგია აქვს, შესაძლოა ხვალ მან მე დამარტყას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს შორის ყველაფერი კარგადაა და შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის. იგი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა “მილანში”. მას აქვს ქარიზმა და ყველაფერი, რაც ჩინებულ, ნამდვილ ფორვარდს ესაჭიროება.” –განაცხადა გალიანიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში