დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
სლავია-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სლავია-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში პრაღის “სლავიას” სტუმრად დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ხვალ რთულ მატჩს ველი. “სლავია” პრესინგს მიმართავს. გამარჯვებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

“სლავია” არის გუნდი, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს და რომელსაც ყოველთვის შეტევა სურს. ისინი კონტრშეტევებზე საფრთხეს ქმნიან. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის მაღალ საშემსრულებლო დონეს მოითხოვს. რთული თამაში იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით.

დიდი პოტენციალი გვაქვს. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვცდილობთ, თითოეულ მატჩში რაღაცები გავაუმჯობესოთ. ყველას აქვს პოტენციალი, რომ მაქსიმალურად უმაღლეს დონეს მიაღწიოს.

დილით ტერ შტეგენმა გვითხრა, რომ “ჟირონაში” გადადის. ვფიქრობ, ის ფანტასტიკური მეკარეა. კლუბის მომავლისთვის სხვა გზა ავირჩიეთ და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მარკს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიხილოთ.

ბარდჯი ძალიან მაღალ დონეზე ვარჯიშობს. მის პოზიციაზე იამალთან კონკურენცია იოლი არაა, მაგრამ ხვალ მან, შესაძლოა, ითამაშოს.

ვფიქრობ, რაფინია სათამაშოდ მზადაა.

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ოცნებობს. როდესაც “ბარსაში” თამაშობ, ეს შენი მიზანია. მიზანი ასეთი ტიტულების მოგებაა. ამისთვის მზად ვართ.

“რეალ სოსიედადთან” თამაშის შემდეგ პედრის ვესაუბრე და მითხრა, რომ კარგადაა. პედრი და დე იონგი უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 21 იან 2026, 10:02

    ციტატა: პენდრაგონი
    სახე უნდა გავაცალოთ


    არ გვინდა მაგაზე წითელს მიიღებს ვინმე, ჯობია უტრამვოთ 1-0 მოვიგოთ და ბოლო თამაშით სახლში იმედია მე-8-ზე მაინც გავალთ. მერე კი დარუნდება ყველაფერი თავის ადგილზე, მინიმუმ ფინალი იქნება საუკეთესო შედეგი.

  • Rick Sanchez
    schedule 21 იან 2026, 00:52

    რაფინიას უწევს უკვე ლიგაზე გოლის გატანა, ლიგაზე 6 ტური გავიდა და საგოლე მოქმედება არ აქვს.

  • La Pulga10
    schedule 20 იან 2026, 23:31

    ყველა მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ, მაგრამ ბარდჯი ხვალ დაიხევს სლავიას.

  • C.PC5
    schedule 20 იან 2026, 22:51

    ბარჯის მიეცი დრო ნუ უჟოშკავ! არაა ეგ ბავშვი ხელწამოსაკრავი, რაშფორდზე მეტს გააკეთებს სტაბლურად რომ ითამაშოს. ბალდეს სკამზე მოჯენის დროც მოსულია კანსელუ გვყავს ბოლოსდაბოლოს ეგ დააყენე მარცხნივ, სრული აბსურდია ბალდეს მინდორზე გაყვანა ბოლო თამაშებიდან გამომდინარე

  • LEVANII
    schedule 20 იან 2026, 22:11

    Ბოდო გლინტი რა მაგარი გუნდია ყველა თამაშში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ახლა სიტის უგებენ ორით ნოლს

  • vaiman . vamsdrane
    schedule 20 იან 2026, 22:08

    რაფა და ბადრიკო ხვალ მაგარ თამაშს დადებს. კაი ბიჭია ბადრიჯანა, ეგეთი კაცი სკამზე დიდი პლუსია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 20 იან 2026, 22:05

    სახე უნდა გავაცალოთ