მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა, ისაუბრა არგენტინის ნაკრების მატჩზე ბოლივიას წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ეგიდით გაიმართება. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ ბედნიერია ისეთი მოთამაშეების მხარდამხარ ასპარეზობით, როგორებიც არიან ლიონელ მესი და სერხიო აგუერო.
“ჩემთვის დიდი სიხარულია, როდესაც ისეთი ფეხბურთელების გვერდით მიწევს თამაში, როგორებიც არიან მესი და აგუერო. როდესაც ვიცი, რომ მათთან ერთად უნდა დავიცვა არგენტინის ღირსება, ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. რაც შეეხება ბოლივიასთან მატჩს, ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ისინი დაცვით ტაქტიკას აირჩევენ და ნამდვილად არ შეიწუხებენ თავს ზედმეტი შეტევებით. ამის მიუხედავად მაინც ვეცდებით სასურველი შედეგის მიღწევას. აუცილებელია მოწინააღმდეგის უკანა ხაზის გატეხვა, რადგან ჩვენთვის ამ მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია სწორ გზას დავადგეთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვოთ.” –ციტირებს იგუაინის სიტყვებს გამოცემა Ole.



