დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer
ფრენკი დე იონგი მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს

ფრენკი დე იონგი მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს

“ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ესპანეთის სუპერ თასის ფინალში (3-2) მიღებული წითელი ბარათის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს და ისიც იმ თამაშს, რომელშიც ჰანსი ფლიკს ის, შესაძლოა, ისედაც დაესვენებინა.

“რეალ მადრიდთან” გამართული მორიგი საჩემპიონო თამაშის მიწურულს ფრენკი დე იონგმა ვინისიუს ჟუნიორთან იუხეშა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მუნუერა მონტერომ მატჩისშემდგომ ანგარიშში დე იონგისთვის პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების მიზეზი ჩაწერა. მთავარი მსაჯის თქმით ნიდერლანდელი მოედნიდან ბურთზე ბრძოლის დროს ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენისთვის გააძევა. ვინაიდან ანგარიშში ნახსენებია, რომ დე იონგი ბურთისთვის იბრძოდა, ასევე იმის გამო, რომ მის უხეშობას მოწინააღმდეგის ტრავმა არ მოჰყოლია, Mundo Deportivo-ს ცნობით ფრენკი მხოლოდ ერთ თამაშს გამოტოვებს.

რადგან საქმე პირდაპირ წითელ ბარათთან გვაქვს, დისკვალიფიკაცია სხვა ტურნირებზეც გადადის და დე იონგი 15 იანვარს ესპანეთის თასზე სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ის გუნდს 18 იანვარს “რეალ სოსიედადთან” გასამართი გასვლითი მატჩისთვის დაუბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (91)

  • nika 54
    schedule 13 იან 2026, 07:52

    ალონსო წავიდა არბელოა მოვიდა.

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ვინი?. მე მბაპესთან ვარდნა რატო მახსოვს.


    კი მბაპე იყო.

    ციტატა: Bakero
    ანუ " ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა " ! მენუერა მონტერომ ფრენკის ერთადერთ შემთხვევაში დაინახა და კარერასის ათ შემთხვევაში ვერ დაინახა ხომ ?! rage rage rage


    და ასენსიოს პედრიზე? აი ეგ იყო წითელი.

  • korezi
    schedule 13 იან 2026, 03:55

    კიდეც დაარტყავს ინსულტი

  • Rick Sanchez
    schedule 13 იან 2026, 02:31

    კლოპის გარდა ყველას მოსვლას ავიტან

  • JasoN
    schedule 13 იან 2026, 01:08

    მაინც მეგონა რომ რაულს დანიშნავდა, ისე ეგ ერთადერთია მთლიანი რეალის ისტორიაში ვისაც პატივს ვცემ და იკერ კასილასს.

  • Barca1980
    schedule 13 იან 2026, 01:02

    ციტატა: Bakero
    ფლორენტინო საყვარელო შემდეგი მწვრთვნელი სებასტიან სალგადო იქნება? joy joy joy joy


    არააა , ყველანაირი ლოგიკითაც და ალოგიკურადაც , შემდეგი მწვრთნელი გრავესენი იქნება , ვერც ფეხბურთელმა გაიგო რეალში როგორ მოხვდა და ეხლა მითუმეტეს !!! smile smile smile

  • Ŀůčĥø♛♛
    schedule 13 იან 2026, 00:48

    მატჩის შემდეგ ვინ რა იბაზრა ის მაინც დაწერეთ კანსელუზე თუ რამეს არ წერთ

  • C.PC5
    schedule 13 იან 2026, 00:47

    ფლიკმა ალონსოც მოინელა😆 არბელოაო ბიჭოო😆😆😆😆 ხო აი არბელოათი მოიგებთ ყველა დარჩენილ ტიტულს კიიი. ალონსომ სუპერთასი ყველაზე უმნიშვნელო ტიტული იყოვო და მაგ თასს გადააყოლეს ზედ, ოღონდ ატლეტიკოსთან თამაშამდე კი გამოსულა დიდი სამოტივაციო სიტყვით ეს დღე კალენდარზე გვქონდა მონიშნულიო😃 ქოცია ეგ ჩემისა? თავის ნათქვამს და ნამოქმედარს მერე რო უარყოფს და აბათილებს, პერესიც დანევროზებულია ალონსოზე უკეთესი მაინც უნდა მიეყვანა თუ გაშვება იყო, მოკლედ მაგარ ქაქში არიან სამეფო ხლეები

  • cruyff9
    schedule 13 იან 2026, 00:33

    ციტატა: vaiman . vamsdrane
    არბელოა როგორი ფეხბურთელიც იყო ისეთი მწვრთნელი თუ იქნება, მაგ შემთხვევაში მინიმუმ ზაფხულამდე პორნოგრაფიას მოვუწყობთ. ტიპს პედრო ათრევდა, სხვებზე არაფერს ვამბობ.


    პედროს აუგად რატო მოიხსენიებ?))ლეგენდაა და უდიდესი იგროკი იყო❤️

  • Just_Barca_Lover
    schedule 13 იან 2026, 00:30

    საინტერესოა კიკე სეტიენმა კარიერა დაასრულა თუ არა, დახატავდა რეალს.

  • vaiman . vamsdrane
    schedule 13 იან 2026, 00:22

    არბელოა როგორი ფეხბურთელიც იყო ისეთი მწვრთნელი თუ იქნება, მაგ შემთხვევაში მინიმუმ ზაფხულამდე პორნოგრაფიას მოვუწყობთ. ტიპს პედრო ათრევდა, სხვებზე არაფერს ვამბობ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 13 იან 2026, 00:18

    კარგოა ესეც ამ ბოლო დროს

  • Barca
    schedule 13 იან 2026, 00:13

    რას ფიქრობთ კანსელოს ტრანსფერი მოაგვარებს დაცვის პრობლემას?

    განიხილება მარჯვენა ფლანგზე კანსელო და კუნდე ცენტრში.

  • Frenkie de Jong_
    schedule 12 იან 2026, 23:56

    ციტატა: NN
    Frenkie de Jong_, აბაა ოფიციალურ საიტზეც დაიდო გაიარა სამედიცინო შემოწმებაო და ჩვენებს ძინავთ 😂


    თან 2 საათია ლამის რაც გაოფიციალურდა

  • NN
    schedule 12 იან 2026, 23:47

    Frenkie de Jong_, აბაა ოფიციალურ საიტზეც დაიდო გაიარა სამედიცინო შემოწმებაო და ჩვენებს ძინავთ 😂

  • Visca barca
    schedule 12 იან 2026, 23:38

    ციტატა: Visca-barca
    🗣️კილიან მბაპე: „ჩვენ პატარა ტიტულებს, როგორიცაა სუპერთასი, არ ვზეიმობთ. ჩვენ ვზეიმობთ მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ.
    მათ არ იციან, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის ფინალის განცდა…”
    ამ ღლეს ლიგა მონაგები აქვ ვაფშე?დდდ პსჟ დან წავიდა და ეგრევე ლიგა მოიგო პსჟ რეალიდანაც რო წავიდეს უეჭველი დადებს რეალიხ ლოგას😂


    მენთალბრეიქდაუნშია და არ იცის რას ამბობს

  • Frenkie de Jong_
    schedule 12 იან 2026, 23:32

    დაწერეთ კანსელუ გაოფიციალურდაა

  • Bakero
    schedule 12 იან 2026, 23:19

    ფლორენტინო საყვარელო შემდეგი მწვრთვნელი სებასტიან სალგადო იქნება? joy joy joy joy

  • me da barca
    schedule 12 იან 2026, 23:09

    ნათქვამია რამხელა საბანიც გაფარია ფეხებიც იმხელაზე გაშალეო. დაუძახა პერესმა, ეგონა ეს შემოულაწუნე დაადუღებდა ყველას, ფეხბურთელებიც მოუყვანა სანატრელი, მაგრამ შემოულაწუნემ ჩაი*ვა. რეალი არაა ლევერკუზენი, აქ შედეგებს ეგრევე გთხოვს მაფიოზა ბებერი, მაგრამ შენ ხომ უნდა იცოდე შენი შესაძლებლობა რომ გავარდი ეგრევე. ჰოდა გაბანძდი და ნიფხავივით მიგაგდო იმ ქვეშაჯვია მაფიოზამ. როცა იცი, რომ დიდ ლუკმას ვერ გადაყლაპავ არც უნდა მოინდომო, მაგრამ სიხარბემ დაღუპა. სიხარბე დაღუპავს ამ სირთაოზას, რომელიც ახლა მოათრიეს.

  • Wesleyy
    schedule 12 იან 2026, 23:05

    Just_Barca_Lover,
    კლოპი კი არა ვინც არ უნდა მოვიდეს ამ ეგოებს ვერ დაალაგებს პრესინგი სირბილი ეზარებათ ამათ რა უნდა მოუხერხონ

  • Just_Barca_Lover
    schedule 12 იან 2026, 23:03

    კლოპი კი არა არცერთი თავმოყვარე მწვრთნელი რეალში არ წავა სწორედ იმის გამო, რომ ასე პანტაპუნტით უშვებენ მწვრთნელებს ყოველ წელს.