დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer
ფაბრიციო რომანო ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე: Here We Go!

ფაბრიციო რომანო ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე: Here We Go!

ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” დაბრუნება გადაწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ცნობით ტრანსფერის ყველა საკითხი შეთანხმებულია. 31 წლის პორტუგალიელი “ბარსელონაში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, რაშიც “ბლაუგრანა” “ალ ჰილალს” 4 მილიონ ევროს გადაუხდის.

ცნობილია, რომ ჟოაუს კარიერის “ინტერში” გაგრძელების ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ მან გადაწყვიტა, “ბარსელონას” შეთავაზებას დალოდებოდა.

კანსელუ, რომელსაც თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია, “ბარსელონაში” იჯარის წესით მეორედ გადმოდის. პირველად ეს 2023/24 წლების სეზონში მოხდა, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში მყოფმა “ბლაუგრანას” მაისურით 42 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • nika 54
    schedule 07 იან 2026, 15:52

    და როდის უნდა მოიყვანონ სუპერკოპაზე არ ესწრება ნეტავ?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 07 იან 2026, 08:32

    დიდად არ მიხარია, რაც არ უნდა იყოს უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელია

  • NN
    schedule 06 იან 2026, 21:40

    Facebook ზე ჯოან გარსიას და ფლიკის ფეიჯრბი ნაღდია თუ ფეიკ ექაუნთებია? კანსელოს მოსვლას ულოცავენ და ვერ გავიგე არ გაოფიციალურებულა ჯერ და ვერ გავიგე გამომწერები კი ყავთ ბლომად რავიცი

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 06 იან 2026, 16:32

    დადგეს მარჯვნივ ეს და კუნდე დაუბრუნდეს ცენტრს! პროსტა რაღაც მომენტებში აქ ხოლმე ამას გაჭედვები და ისეთ დებილობას იზამს ნერვებს მოგიშლის მარა იმედია ხოდზე იქნება

  • korezi
    schedule 06 იან 2026, 16:28

    მე ვფიქრობ საჭირო და დროული ტრანსფერია

  • Bakero
    schedule 06 იან 2026, 15:00

    ამას ჰქვია სულ არავის მოყვანას ხომ მაინც ჯობია თორემ ამას გამოთაყვანებები აქვს ისე იცოცხლეთ თქვენ ! (რომ მახსენდება) უბრალოდ ფიზიკურად ფლიკს რესურსი არ ააქვს 2 მცველი დაკარგა ინიგო/ქრისტენსენი მესამე (არაუხო) გინდ გყოლია გინდ არა ლიგაზე დიდ თამაშებში არა მაგრამ ლა ლიგისთვის მაინც რესურსი გვჭირდება სისწრაფე თუ აქვს შერჩენილი ფლანგის მცველის საინტერესოა