ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ “ბარსას” “10”-ანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას ვერავინ შეედრება. არსენ ვენგერის შეხედულებით არავინ იმსახურებს “ოქროს ბურთს” ლეო მესიზე მეტად.
“”ოქროს ბურთი” უდავოდ მესის ეკუთვნის. ის თამაშისას კარგად მოქმედებს და ვიზუალურ ეფექტს ქმნის. გარდა იმისა, რომ მესი გუნდური მოთამაშეა, ის ინდივიდუალურადაც გამორჩეულია. იგი ნებისმიერ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებს. დღეს არავინაა მესიზე უკეთესი.” – განაცხადა ვენგერმა Yahoo! Sports-თან ინტერვიუში.
“მეთოფეთა” ფრანგი მწვრთნელი “ბარსას” უშუალო კონკურენტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მადრიდელები წელს საგრძნობლად გაძლიერდნენ.