მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა მიიჩნევს, რომ თავისი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ უფრო სრულყოფილი მოთამაშეა, ვიდრე “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი.
“მესი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. რთული სათქმელია, არის თუ არა ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, ვინაიდან ბევრია დამოკიდებული გუნდში მუშაობაზე. ის და კრიშტიანუ ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესოები არიან, თუმცა, თუ ვისაუბრებთ თანამედროვე ფეხბურთზე, მაშინ კრიშტიანუ გაცილებით უფრო სრულყოფილია, ვიდრე მესი.”
“რონალდუს შეუძლია გაიტანოს ორივე ფეხით, თავით და სტანდარტებიდან. მესიც ბრწინვალედ თამაშობს, თუმცა კრიშტიანუ უკეთესია.” – ციტირებს კაკას სიტყვებს Sky Sports.



