“ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი, “ოსასუნასთან” შეხვედრის (2-0) დუბლის ავტორი, რაფინია მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ოსასუნამ” კარგად იცის, როგორ დაიცვას თავი და ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ.
გოლი შეიძლებოდა მე-80 ან 90-ე წუთზე გაგვეტანა, ან სულაც პირველ წუთზე, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს თამაშის დასაწყისში ძალიან რთული იქნებოდა. მოთმინება უნდა გამოგვეჩინა.
ვფიქრობ, სიტუაცია კარგად მიდის. საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. თუ ჩვენ საქმეს კარგად გავაკეთებთ, სხვა არაფერზე ვიდარდებთ.
ეს გამარჯვებები თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გოლის იამალთან აღნიშვნის მნიშვნელობა? გულწრფელად გითხრათ, ეს არაფერს ნიშნავს. ამას უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ.
იამალმა რამდენჯერ დაკარგა ბურთი ან რამდენჯერ გააკეთა არაზუსტი პასი დათვალა ვინმემ? მიყვარს ლამინი, მაგრამ რაფინიას არ არჩევა ფანების სრულიად სუბიექტური არჩევანი იყო.
მოედანზე იამალი კი უფრო ჩანდა, მაგრამ რაფინიაც ცოდოა, მე არ მახსენდება თამაშში ორი გოლი ავტორი საუკეთესო არ გამხდარიყოს.
მიდი მიდი მოიხოდე ლომო ბოლომდე