დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ბარსელონა-ოსასუნა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-ოსასუნა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში “ბარსელონა” “ოსასუნას” უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ლა ლიგაში ყველა მატჩი რთულია. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის 100%-ით მზად უნდა ვიყოთ. 3 ქულის მოპოვებაზე ვართ ფოკუსირებულები.

სასტარტო ცენტრალური თავდამსხმელი? ისეთ კლუბში, როგორიც “ბარსაა”, მნიშვნელოვანია ძლიერი შემადგენლობის ყოლა და შესაბამისად, კონკურენცია, როგორც ეს ტორესისა და ლევანდოვსკის შემთხვევაშია. ბოლო კვირებში ორივე მათგანით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ბოლო მატჩებში ერიკ გარსია საყრდენის პოზიციაზე კარგი იყო. ასეთი სტაბილურობით თამაში კარგია, მაგრამ არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. ვნახოთ, რა იქნება დე იონგთან დაკავშირებით… შესაძლოა, გარსიამ ისევ იქ ითამაშოს.

ბევრი რამის გაუმჯობესება შეგვიძლია და ამაზე უნდა ვიმუშავოთ. ყურადღება მხოლოდ იმაზე არ უნდა გავამახვილოთ, რომ ცხრილში პირველ ადგილზე ვართ.

ჟოან გარსია ჩვენი პირველი მეკარეა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ამჟამად ცვლილების არანაირი განზრახვა არ მაქვს.

რაშფორდი პროფესიონალია. მისი დამოკიდებულება და მენტალიტეტი ბრწყინვალეა. მას ადაპტაცისთვის დრო სჭირდებოდა, ახლა კი სიამოვნებას იღებს. მარკუსით მოხარული ვარ. ის აქ ბენდიერია.

ბალდე ახალგაზრდაა. ის ძალიან კარგად თამაშობს. ალეხანდროს დიდი პოტენციალი აქვს. მას შეუძლია, ესპანეთის ნაკრების წევრი იყოს, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოს და განვითარება გააგრძელოს.

დე იონგი ავად იყო და ორი მატჩი გამოტოვა. ის სწორედ ამიტომ არ თამაშობდა. ფრენკის აღდეგნა სჭირდება. ყოველივე ამის შემდეგ მისი არყოფნა გასაგებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2025, 17:49

    შტეგენს ისევ ასხავს? რა უთხრა იმ უზრდელმა რო ესე აითვალწუნა ფლიკმა, ალბათ ის უფრო გაუტყდა, რო გერმანელია და გერმანულად ვერ გააგებინა ვერაფერი.

  • araujo4
    schedule 13 დეკ 2025, 13:15

    ნახეთ ფლიკმა რო თქვა, თამაშის მერე ვცადე მარკუსისთვის ამეხსნა რატო არ ვათამაშე დღესო და მითხრა რო "მწვრთნელო არაა საჭირო არაფრის ახსნა, 3 ქულა ავიღეთ, მთავარი ესააო" აი ესეთი მენტალიტეტი მომწონსო მერე დაამატა. ცოტაც მოიხოდოს და უეჭველი დასათრევია. მომენტების რეალიზებას უნდა მოუმატოს და ასისტებს კი არიგებს იცოცხლე.

  • Rick Sanchez
    schedule 13 დეკ 2025, 13:06

    რაშფორდი ძალიან მომწონს, რაფინიას ცრუ ცხრიანობას არ განიხილავს ნეტავ ფლიკი? რაღაც დემბელესნაირი რომ გამოძერწოს?

  • Don_Andresito
    schedule 13 დეკ 2025, 11:59

    ციტატა: CHEPE
    რაფა მარკუსი იამალი დააყენე წინ ნახე მოსინჯე იქნება და იხევა შუაზე ფორვარდად მარკუს ბიჭი🤭🤭🤭


    უსივრცოდ ვერსფერს აკეთებს, ბურთსაც ვერ შეეხება დარწმუნებული ვარ. მანჩესტერშიც ეგრე იყო და აქაც ეგრე იქნება ჩემი აზრით. მარცხნიდან კარგია, კარგ პასებს აკეთებს, დრიბლინგიც ხშირად გამოსდის. 9 ზე ფერმინი უფრო გაქაჩავს. რაშფორდი იდგა 1-2 თამაში ფორვარდად და ვერაფერი გააკეთა

  • me da barca
    schedule 13 დეკ 2025, 01:41

    ოსასუნას ქულები ჰაერივით ჭირდება, ამიტომ იოლი გასეირნება არ იქნება, მეტოქე უნდა დააფასო.

  • პენდრაგონი
    schedule 13 დეკ 2025, 00:33

    მიდი ჰანს უნდა მოხოდო გუნდი ისე რომ სეზონის დასკვმლნით ნაწილში გავიდეთ პიკზე

  • CHEPE
    schedule 12 დეკ 2025, 23:35

    რაფა მარკუსი იამალი დააყენე წინ ნახე მოსინჯე იქნება და იხევა შუაზე ფორვარდად მარკუს ბიჭი🤭🤭🤭