დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ჰანსი ფლიკის კომენტარი აინტრახტთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი აინტრახტთან თამაშის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში “აინტრახტთან” გამართული დაძაბული მატჩის (2-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბედნიერი ვარ და გუნდით ვამაყობ.

ეს ჩემპიონთა ლიგაა, ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი ევროპაში. იოლი თამაში არ იყო. დიდი სივრცეები არ გვქონდა და უნდა გვებრძოლა.

ქამბექით გახარებული ვარ, რადგან ეს ჩვენს მენტალიტატსა და დამოკიდებულებას აჩვენებს.

კიდევ 6 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. ყველა მეტოქეს აქვს იმის პოტენციალი, რომ დაგვაზიანოს და ამას უნდა გავუმკლავდეთ.

იამალის გაბრაზება შეცვლასთან დაკავშირებით? შემდეგში ის სათადარიგოზე იქნება, ეს ჩემთვის პრობლემა არაა (იცინის). მას ყვითელი ბარათი ჰქონდა და მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 5 წუთი იყო დარჩენილი, ამიტომ მისი შეცვლა მოგვიწია. ლამინის გრძნობების მესმის, რადგან მოედანზე დარჩენა ყველას სურს. ის ახალგაზრდაა, ასე რომ, ეს საკმაოდ ნორმალურია.

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ კუნდე დუბლს შეასრულებდა.

“სპოტიფაი კამპ ნოუ” ნამდვილად საოცარი სტადიონია. გვინდა, ფანებს მადლობა გადავუხადოთ. ფეხბურთელებისთვის მათი მხარდაჭერა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ეს გუნდის ძალისხმევას 5%-ით ზრდის.

რაშფორდი უნდა გვეთამაშებინა, რადგან რაფინია პირველ ტაიმში ყველგან იყო, რაც გუნდისთვის კარგი არ იყო. სხვადასხვა სიტუაციებთან ადაპტაცია გვჭირდებოდა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 11 დეკ 2025, 14:45

    იამალი მართლა მოსასმელია სკამზე

  • Rivaldo
    schedule 10 დეკ 2025, 18:41

    ეს კაცი ჩემი ახდენილი ოცნებაა😅❤️ ამას რომ ფული ქონდეს და ვისაც მოინდომებს იმის ყიდვის ტრაკი გვქონდეს ჩვენს აღზრდილებთან პლუს 2-3 ვარსკვლავი და ეპოქალურ გუნდს შექმნიდა. მეორე მწვრთნელი არ მეგულება დღეს დედამიწაზე ამ რესურსით და ამ მართველობის ქვეშ ვინც მსგავს შედეგებს დადებდა. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა მწვრთნელო და დარჩი ჩვენთან ერთი 3-4 სეზონი კიდევ. ამის შემდეგ ფაბრეგასს მოვიყვანდი სიამოვნებით, როგორც ფეზბურთელი ვერ შევირგეთ და იმედია მწვრთნელად მაინც გამოვიყენებთ მომავალში.

  • Moriarti
    schedule 10 დეკ 2025, 16:14

    PUIOL5,
    გალას მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე გიჟი ფანობა ყავს

  • Fcbarcaforever
    schedule 10 დეკ 2025, 13:44

    ციტატა: nika 54
    ისე იმათი მწვრთნელი ტოპმიულერი ჩვენი ყოფილი ტოპმიოლერის შვილი ხო არ არის? გეხსომებათ 20 წლის წინ რო გვყავდა და მისი ყველაზე დიდი მიღწევა ფარერებთან სტუმრად მოგებული 6-0 იყო. ბოლოს რო არაფერი გამოუვიდა წასვლის წინ ასეთი შეგონება დაგვიტოვა. ასეთი დაბალი დონის ჩემპიონატში როგორიც საქართველოს აქვს ევროტურნირებზე შანსი არაფრის არ გვაქვსო. ჯობია თუ ბევრ ფეხბურთელს გაუშვებთ საზღვარგარეთო, რომ დონე იქ აიმაღლონო. და სიტყვებს გადაყვა კიდეც ისე გაუშვეს. თუმცა ფაქტია სწორს ამბობდა და ეს ჩვენმა ნაკრებმაც დაადასტურა ევროპაზე თამაშით.

    Ki egaa

  • nika 54

  • PUIOL5
    schedule 10 დეკ 2025, 13:04

    ფანებში ვერ დაგეთანხმები, ამხელა ისტორიის გუნდს ყველაზე ღლე ფანები ყავს, გალათასარაის ფანებიც კი გვჯობია