ლა ლიგის მე-14 ტურში “ალავესთან” მოგებისა და “რეალ მადრიდის” მიერ “ჟირონასთან” ქულების დაკარგვის წყალობით “ბარსელონამ” ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
14 ტურის შემდეგ “ბლაუგრანას” 11 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი, ხოლო “ბლანკოსს” 10 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა.
საინტერესოა, რომ გასულ სეზონში 14 ტურის შემდეგ კატალონიურ და მადრიდულ გუნდებს ზუსტად ასეთი შედეგები ჰქონდათ. ერთი წლის წინ ლა ლიგას “ბარსა” 11 მოგებითა და 34 ქულით ლიდერობდა, ხოლო “რეალ მადრიდი” 10 მოგებითა და 33 ქულით მეორე იყო.
ბურთების შეფარდებაში ორივე გუნდს რეგრესი აქვს. წინა სეზონში პირველ 14 ტურში “ბარსას” 42 გატანილი და 14 გაშვებული გოლი ჰქონდა, მიმდინარე სეზონში კი 39 გატანილი და 16 გაშვებული. “რეალ მადრიდის” შედეგი გასულ სეზონში 30 გატანილი და 12 გაშვებული გოლი იყო, მიმდინარეში კი მადრიდელებმა 29 გაიტანეს და 13 გაუშვეს.
წინა გათამაშებაში “ბარსელონამ” ჩემპიონობა მარტივად, ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა.
მაგის შემდეგ კი გაჩემპიონებამდე მოგებები. ტყუილად იწვალა რეალმა ვითომ კამბეკისთვის.
შემდეგი 6 ტური ჩავარდნა გვქონდა, 3 წაგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მოგება. იმედია იგივე არ განმეორდება.
Ja morant, ეხლა უყურე და ძაან მაგარია.. მაგას ჩვენ არავინ გამოგვატანს.. წავა პარიზში
მე მეგონა გატანილ გოლებში ბევრად დიდი სხვაობა იქნებოდა.
ხალხნო “როდრიგო მორა” თუ გსმენიათ? პორტოში თამაშობს მესის ძალიან მაგრად ჰგავს თამაშით ძაან საჭირო კაცი იქნება ჩემი აზრით დასათრევია
გეთანხმები მარა ხარისხსაც რომ ვხედავთ როგორ დაეცა მცირე სტატისტიკაც ამყარებს მერე ვარაუდებს
აუფ სერიოზული რეგრესი ჰქონიათ ბურთებში