“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” სტუმრად წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
პირველი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ამის შემდეგ ბურთს იოლად ვკარგავდით. ეს უნდა გავაანალიზოთ.
10 კაცით თამაში დიდი ხანი მოგვიწია. “ჩელსი” ბურთით ძალიან კარგი გუნდია.
ამ მარცხს უნდა შევეგუოთ, მაგრამ პოზიტიურად ვიფიქროთ. მომდევნო მატჩების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
დადებითი მხარეებიც დავინახე. უარყოფითი ასპექტები უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ.
მიხარია, რომ რაფინია და რაშფორდი დაბრუნდნენ.
არაუხომ პირველი ყვითელი ბარათი პროტესტის გამო მიიღო. მან ეს ხელახლა უნდა ნახოს. რაც შეეხება მეორე გაფრთხილებას, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება.
ზოგიერთ სიტუაციაში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. ჩემს გუნდში დინამიზმი მინდა.
გპირდებით, რომ სხვა “ბარსელონას” ვიხილავთ.
ეტყობა კი არა ზუსტად ეგაა ფლიკი ამბობს, რომ გუნდში დისციპლინა ნოლზე დავიდა და წასვლა უნდა. გუნდმა გუნდურობა დაკარგა და ყველა თავისთვის თამაშობს. იამალი კი შსრშანდელის აჩრდილია და რაც გამდიდრდა(18 წლის რო გახდა ხელფასი გაუათმაგდა,) და საერთოდ დაიკიდა კლუბიც და ფლიკიც, ლსპორტა კიდევ ხელის გულზე დაატარებს ამ ლაწირაკს.
დეიონგი საყრდენ ზონას უნდა მოსცილდეს და გუნდი ამოისუნთქებს, გავარტყი მაგის ქეთინო პასებს ერთი ნორმალური წინ პასი რაა არ მინახავს მაგისგან ვერც კაცი აყავს ვერც ბურთს იბრუნებს უჯარიმოდ მოკლედ ფარჩაკია , ბილბაოსთან ბევრად უკეთესი იყო დეიონგის გარეშე გუნდი ვიდრე მასთან ერთადაა ხოლმე. მერე არაუხო რა ვერ გაიგეს ბარსას ფილოსოფიას აცდენილია სხვა გუნდში შეიძლება უკეთესი იყოს მარა ტექნიკური და ინტელექტის კუთხით ხეა, ფერანი კიდე საერთოდ ხე კიარა რა ვუწოდო ისეთს მაზავს გაფუჭება რომ უფრო რთულია თან კრიტიკულ გადამწყვეტ მომენტში მერამდენედ უკვე. ლევანდოვსკის რაუნდა მოთხოვო ბებერია და ვიცით რომ მიდის , კუბარსის რეგრესი მაოცებს ასე რა მოუვიდა რომ ფიზიკურადაც ჩაქიმა, იამალი სანამ არ გაიაზრებს რომ პროფესიონალიზმია საჭირო და საქმით დამტკიცება და არა ტლიკინი არაფერი გამოვა, ბალდეც ხეა, კუნდეც კაბიანი ქათამი მოდას აყოლილი ჭუჭუ, ეს ბერნალი კიდე თუარაა საიმედო თუარ შეუძლია რატოა გუნდში ან თუ შეუძლია მიეცი რა დრო ფლიკ, არ ვიცი ფლიკს ფაქტია ძაან უჭირს სიტუაციის მართვა ბევრი ფაქტორით ჩანს მუხტი ნული, შემართება ბრძოლა ნული, ფიზ მომზადება ნული, სისწრაფე ნული ტაქტიკა ნული, ცვლილება ნული. არა ასე არაფერი გამოვა შესაცვლელია პრეზიდენტიდან სპორტული დირექტორით დასრულებული სისტემა მერე ამუშავდება თუმცა გაბერილმა აჩკებიანზე სამჯერ დიდი ვალი დაადო კლუბს ისე რომ ნახევარი შემოსავლის წყარო გაყიდა საშვილიშვილოდ საეჭვო კომპანიებზე სავარაუდოდ მოგების წილი მისია. ნუ ამ 35 წლიან სიყვარულს რა ვუთხარი თორე კატალონიაში კიდიათ მაგარი რო ვუყურებ.
მეც შეგახსენებ რომ არაუხო და ფერან ტორესი გვყავს… ჩამშლელი არ გვყავს პედრი ტრავმირებული იყო და ნახევარდაცვა ჩავარდნილი
ნელ ნელა შენი იმედიც მეკარგება ფლიკ. ჩავის ბარსას დონეზე ჩამოვედით, რეგრესი აქ ყველა ფეხბურთელს, ტაქტიკა კატასტროფა. რესურსზე ვინც წუწუნებს შევახსენებ რო მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი და ყველაზე დიდი ტალანტი გვყავს. ვეტერანივით რო თამაშობს მწვრთნელის ბრალიცაა მანდ. გუშინ რუნი ბარდაგჯის რო ეთამაშა მაშინ ვნახავდით ისეთივე ენთუზიაზმს როგორიც ესტევაოს ქონდა. აბა ტორესს და ლევანდოვსკის რო ვუყურებ 60 იანების ფეხბურთი მახსენდება ისეთი ნელები არიან.
ტორესი ზამენაზე კარგია და როტაციაში პატარა გუნდებთან. დეიონგი და არაუხო არის უპირობოდ გასაყიდი და მოსაყვანი ჩამშლელი + მცველი.. ფლიკის ვერ გავიგე კრისტენსენს რატო არ ათამაშებს? მგონია აქაც ლაპორტას თავი ჩამარხული ბონუსების თემაში და მაგიტომაც არ ათამაშებემ. რეალურად კუბარსის და არაუხოს ერთად აღებულს ჯობს კრისტენსენი. მეორე პრობლემა, ფერმინი დიდ გუნდებთან ყოველთვის -1 კაცია, სულ გოლზე დაგეშილი და ავიწყდება რომ ნახევარმცველია და არა ფორვარდი, შედეგად ცენტრი მოშლილია. ნახევარმცველებმა პირველ რიგში უნდა იზრუნონ ცენტრის გამაგრებაზე, ბურთის დაჭერაზე,ტემპის კონტროლზე და მომენტების შექმნაზე. როცა ამ ყველაფერს გაართმევენ თავს კი ბატონო , იფიქრონ გოლის გატანაზეც, გუშინ ვერც გოლი გაიტანა და ვერც ცენტრი დაიცვა.ასეთ თამაში საჭირო იყო ოლმოს ინტელექტი და პასები, 38 წლის ლევანდოვსკის რომ უწევდა ცენტრში ჩამოსვლა ბურთის წასაღებად რა გგონიათ ყველას მოატყუებს და გაიტანს?
ჩემი აზრით ფერმინს ჯერჯერობით საერთოდ არაფერი არაქვს ბარსას ნახევარმცველობისთვის და მისი გოლები ნუ დაგაგბრმავებთ. ან აზრზე მოვა და მაგალითს ინიესტასგან აიღებს ანარადა უნდა მოსვან სკამზე და ცვლილებებზე ათამაშონ, ან გაყიდონ კარგ ფასად. გუშინ ყველაზე მეტად კრეატივი გვაკლდა, პედრი ოლმო და გავის ხასიათი
ეგ არის. თავი რო დავანებოთ არაუხოს გაგდებას, მანამდეც გადაგვიარეს. ხასიათს ვერ აჩვენებს ბარსა წელს. დადიან გამოთაყვანებულებივით. არვიცი კიდე რა უნდა მოხდეს რომ გაკვეთილი იყოს მათთვის და ცოტა გამოსწორების გზას დაუდგნენ.
ამათი და ქოცების ხელში დამამშვიდებელი კიარა მგონი ფსიქოტროპულებიც არ მიშველის 😵💫
ვინ თქვა რომ მშველის, უბრალოდ მაინც ვსვამ, ზოგჯერ მავიწყდება, ზოგჯერ ორის ნაცვლად სამს ვსვამ. ამასობაში კი ნერვები გამინადგურდა. მშურს მშვიდი ხალხის, ნერვი, რომ არ უტოკდებათ.
ეგ არის. თავი რო დავანებოთ არაუხოს გაგდებას, მანამდეც გადაგვიარეს. ხასიათს ვერ აჩვენებს ბარსა წელს. დადიან გამოთაყვანებულებივით. არვიცი კიდე რა უნდა მოხდეს რომ გაკვეთილი იყოს მათთვის და ცოტა გამოსწორების გზას დაუდგნენ.
ამათი და ქოცების ხელში დამამშვიდებელი კიარა მგონი ფსიქოტროპულებიც არ მიშველის 😵💫
დარწმუნებული ვარ ყარაბახს, რომ შევხვდეთ ვერ მოვუგებთ. წინა თამაშს ყარაბახი-ჩელსის ვუყურე და არაფერი დაუთმო. მერე რა რომ სახლში თამაშობდა, არც გასვლაზე გაბანძდებოდა მასე, როგორც ბარსა, შეიძლება არც კი წაეგო. ჩვენ კი გადაგვიარეს კატოკივით. ანგარიშიც სამარცხვინოა, მაგრამ თამაში უფრო სამარცხვინო იყო, 9 გოლი არ ჩაუთვალეს უმნიშვნელო მიზეზთა გამო. ის ყველა ჩათვლილ გოლად უნდა მიიღოს ფლიკმა და დასკვნები გამოიტანოს, თუ არადა ვიქნებით ასეთ დღეში. მე კი დამამშვიდებელი ჯიბით დამაქვს, ათასი სადარდებელი მაქვს ბარსას გარდა ამ ქოცების ქვეყანაში.