დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ჰანსი ფლიკის კომენტარი ჩელსისთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ჩელსისთან თამაშის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” სტუმრად წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პირველი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ამის შემდეგ ბურთს იოლად ვკარგავდით. ეს უნდა გავაანალიზოთ.

10 კაცით თამაში დიდი ხანი მოგვიწია. “ჩელსი” ბურთით ძალიან კარგი გუნდია.

ამ მარცხს უნდა შევეგუოთ, მაგრამ პოზიტიურად ვიფიქროთ. მომდევნო მატჩების მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

დადებითი მხარეებიც დავინახე. უარყოფითი ასპექტები უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ. სწორედ ამაზე ვიმუშავებთ.

მიხარია, რომ რაფინია და რაშფორდი დაბრუნდნენ.

არაუხომ პირველი ყვითელი ბარათი პროტესტის გამო მიიღო. მან ეს ხელახლა უნდა ნახოს. რაც შეეხება მეორე გაფრთხილებას, ასეთი რამ ფეხბურთში ხდება.

ზოგიერთ სიტუაციაში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. ჩემს გუნდში დინამიზმი მინდა.

გპირდებით, რომ სხვა “ბარსელონას” ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • nika 54
    schedule 26 ნოე 2025, 21:00

    ციტატა: Visca-barca
    სამწუხაროა მაგრამ ეტყობა ფლიკს რო სადავეები გაექცა გასახდელში და ის ავტორიტეტიც აღარააქ ეტყოჰა გუნდში პლიუს ერთი და იგივე ტაკტიკა აქ გეგმა ბ არასდროს არააქ რაც შეეხება იამალმა ესე თუ გააგრძელა უნდა მიაყიდონ კაი 250 მილიომად აბა შეტევაში თუ ვერაფერს აკეთენ დაცვაში მაინც ჩამოდი და დაეხმარე გუნდს რაც შეეხება არაუხოს კისერზეც არაა მთლად ეს წაგება მართალია ქაჯურად ითამაშა მაგრამ იქ რო ღვერან შეეგდო სულ სხვა თამაში წავიდოდა ან როგორ უნდა ააცილო კარს სამი მეტრიდან ჩემამდე არ დადის მოკლედ დიდ თამაშებში წელს ყველგან ჩაისვარა კლუბმა რაც შეეხება საყრდენი არის მოსაყვანი სუფთა არაა ეს დე იონგი სასწაული ამ დიდ გუნდებთან და რა ვქნათ რაც შეეხება არაა გამირიცხული რო ესეთი შედეგებიც და ფლიკის ავტორიტეტის დაცემაც ლაპორტას და დეკუს ბრალიც იყოს ეუბნებიან ალბათ ვერავის გიყიდითო და კაცმაც რაუნდა ქნას ისედაც არ გვყავს ხალხი და ჰოარ გააქცევს იამალს კიდე ამდენი ფერება კი არა უნდა მოსვა სკამზე და გაიგებს გუშინ კიდე უკმაყოფილო რო დარჩა რო გაიყვანეს რა ეწყინა ერთი არაფერი ხეირი არ გაუკეთებია რაფინიამ უფრო მეტი ქნა ვიდრე მთლიანმა გუნდმა ეგაა პრობლემა არავინ აპრესინგებს ისე როგორც რაფა და მაგიტოა წელს ესე გუნდი

    ეტყობა კი არა ზუსტად ეგაა ფლიკი ამბობს, რომ გუნდში დისციპლინა ნოლზე დავიდა და წასვლა უნდა. გუნდმა გუნდურობა დაკარგა და ყველა თავისთვის თამაშობს. იამალი კი შსრშანდელის აჩრდილია და რაც გამდიდრდა(18 წლის რო გახდა ხელფასი გაუათმაგდა,) და საერთოდ დაიკიდა კლუბიც და ფლიკიც, ლსპორტა კიდევ ხელის გულზე დაატარებს ამ ლაწირაკს.

  • shu1987
    schedule 26 ნოე 2025, 16:52

    დეიონგი საყრდენ ზონას უნდა მოსცილდეს და გუნდი ამოისუნთქებს, გავარტყი მაგის ქეთინო პასებს ერთი ნორმალური წინ პასი რაა არ მინახავს მაგისგან ვერც კაცი აყავს ვერც ბურთს იბრუნებს უჯარიმოდ მოკლედ ფარჩაკია , ბილბაოსთან ბევრად უკეთესი იყო დეიონგის გარეშე გუნდი ვიდრე მასთან ერთადაა ხოლმე. მერე არაუხო რა ვერ გაიგეს ბარსას ფილოსოფიას აცდენილია სხვა გუნდში შეიძლება უკეთესი იყოს მარა ტექნიკური და ინტელექტის კუთხით ხეა, ფერანი კიდე საერთოდ ხე კიარა რა ვუწოდო ისეთს მაზავს გაფუჭება რომ უფრო რთულია თან კრიტიკულ გადამწყვეტ მომენტში მერამდენედ უკვე. ლევანდოვსკის რაუნდა მოთხოვო ბებერია და ვიცით რომ მიდის , კუბარსის რეგრესი მაოცებს ასე რა მოუვიდა რომ ფიზიკურადაც ჩაქიმა, იამალი სანამ არ გაიაზრებს რომ პროფესიონალიზმია საჭირო და საქმით დამტკიცება და არა ტლიკინი არაფერი გამოვა, ბალდეც ხეა, კუნდეც კაბიანი ქათამი მოდას აყოლილი ჭუჭუ, ეს ბერნალი კიდე თუარაა საიმედო თუარ შეუძლია რატოა გუნდში ან თუ შეუძლია მიეცი რა დრო ფლიკ, არ ვიცი ფლიკს ფაქტია ძაან უჭირს სიტუაციის მართვა ბევრი ფაქტორით ჩანს მუხტი ნული, შემართება ბრძოლა ნული, ფიზ მომზადება ნული, სისწრაფე ნული ტაქტიკა ნული, ცვლილება ნული. არა ასე არაფერი გამოვა შესაცვლელია პრეზიდენტიდან სპორტული დირექტორით დასრულებული სისტემა მერე ამუშავდება თუმცა გაბერილმა აჩკებიანზე სამჯერ დიდი ვალი დაადო კლუბს ისე რომ ნახევარი შემოსავლის წყარო გაყიდა საშვილიშვილოდ საეჭვო კომპანიებზე სავარაუდოდ მოგების წილი მისია. ნუ ამ 35 წლიან სიყვარულს რა ვუთხარი თორე კატალონიაში კიდიათ მაგარი რო ვუყურებ.

  • Barca
    schedule 26 ნოე 2025, 14:45

    ციტატა: Don_Andresito
    ნელ ნელა შენი იმედიც მეკარგება ფლიკ. ჩავის ბარსას დონეზე ჩამოვედით, რეგრესი აქ ყველა ფეხბურთელს, ტაქტიკა კატასტროფა. რესურსზე ვინც წუწუნებს შევახსენებ რო მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი და ყველაზე დიდი ტალანტი გვყავს. ვეტერანივით რო თამაშობს მწვრთნელის ბრალიცაა მანდ. გუშინ რუნი ბარდაგჯის რო ეთამაშა მაშინ ვნახავდით ისეთივე ენთუზიაზმს როგორიც ესტევაოს ქონდა. აბა ტორესს და ლევანდოვსკის რო ვუყურებ 60 იანების ფეხბურთი მახსენდება ისეთი ნელები არიან.

    მეც შეგახსენებ რომ არაუხო და ფერან ტორესი გვყავს… ჩამშლელი არ გვყავს პედრი ტრავმირებული იყო და ნახევარდაცვა ჩავარდნილი

  • Don_Andresito
    schedule 26 ნოე 2025, 12:51

    ნელ ნელა შენი იმედიც მეკარგება ფლიკ. ჩავის ბარსას დონეზე ჩამოვედით, რეგრესი აქ ყველა ფეხბურთელს, ტაქტიკა კატასტროფა. რესურსზე ვინც წუწუნებს შევახსენებ რო მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი და ყველაზე დიდი ტალანტი გვყავს. ვეტერანივით რო თამაშობს მწვრთნელის ბრალიცაა მანდ. გუშინ რუნი ბარდაგჯის რო ეთამაშა მაშინ ვნახავდით ისეთივე ენთუზიაზმს როგორიც ესტევაოს ქონდა. აბა ტორესს და ლევანდოვსკის რო ვუყურებ 60 იანების ფეხბურთი მახსენდება ისეთი ნელები არიან.

  • PUIOL5
    schedule 26 ნოე 2025, 11:26

    ციტატა: Giorgi99
    აღარ უნდა მოაშორონ ეს ორი ნაგავი ვითომ ფეხბურთელი არაუხო და ფერან ტორესი? არცერთი გუნდი მაგნაირ ნაგავ ფეხბურთელებს გუნდში არ აიყვანს. ძალიან დაბალი დონისებინარიან მხოლოდ ესპანეთის ლა ლიგის საშუალო გუნდებთან თუ გამოდგებიან.

    ტორესი ზამენაზე კარგია და როტაციაში პატარა გუნდებთან. დეიონგი და არაუხო არის უპირობოდ გასაყიდი და მოსაყვანი ჩამშლელი + მცველი.. ფლიკის ვერ გავიგე კრისტენსენს რატო არ ათამაშებს? მგონია აქაც ლაპორტას თავი ჩამარხული ბონუსების თემაში და მაგიტომაც არ ათამაშებემ. რეალურად კუბარსის და არაუხოს ერთად აღებულს ჯობს კრისტენსენი. მეორე პრობლემა, ფერმინი დიდ გუნდებთან ყოველთვის -1 კაცია, სულ გოლზე დაგეშილი და ავიწყდება რომ ნახევარმცველია და არა ფორვარდი, შედეგად ცენტრი მოშლილია. ნახევარმცველებმა პირველ რიგში უნდა იზრუნონ ცენტრის გამაგრებაზე, ბურთის დაჭერაზე,ტემპის კონტროლზე და მომენტების შექმნაზე. როცა ამ ყველაფერს გაართმევენ თავს კი ბატონო , იფიქრონ გოლის გატანაზეც, გუშინ ვერც გოლი გაიტანა და ვერც ცენტრი დაიცვა.ასეთ თამაში საჭირო იყო ოლმოს ინტელექტი და პასები, 38 წლის ლევანდოვსკის რომ უწევდა ცენტრში ჩამოსვლა ბურთის წასაღებად რა გგონიათ ყველას მოატყუებს და გაიტანს?
    ჩემი აზრით ფერმინს ჯერჯერობით საერთოდ არაფერი არაქვს ბარსას ნახევარმცველობისთვის და მისი გოლები ნუ დაგაგბრმავებთ. ან აზრზე მოვა და მაგალითს ინიესტასგან აიღებს ანარადა უნდა მოსვან სკამზე და ცვლილებებზე ათამაშონ, ან გაყიდონ კარგ ფასად. გუშინ ყველაზე მეტად კრეატივი გვაკლდა, პედრი ოლმო და გავის ხასიათი

  • me da barca
    schedule 26 ნოე 2025, 11:11

    ციტატა: Mariami Kh

    ციტატა: me da barca
    დარწმუნებული ვარ ყარაბახს, რომ შევხვდეთ ვერ მოვუგებთ. წინა თამაშს ყარაბახი-ჩელსის ვუყურე და არაფერი დაუთმო. მერე რა რომ სახლში თამაშობდა, არც გასვლაზე გაბანძდებოდა მასე, როგორც ბარსა, შეიძლება არც კი წაეგო. ჩვენ კი გადაგვიარეს კატოკივით. ანგარიშიც სამარცხვინოა, მაგრამ თამაში უფრო სამარცხვინო იყო, 9 გოლი არ ჩაუთვალეს უმნიშვნელო მიზეზთა გამო. ის ყველა ჩათვლილ გოლად უნდა მიიღოს ფლიკმა და დასკვნები გამოიტანოს, თუ არადა ვიქნებით ასეთ დღეში. მე კი დამამშვიდებელი ჯიბით დამაქვს, ათასი სადარდებელი მაქვს ბარსას გარდა ამ ქოცების ქვეყანაში.

    ეგ არის. თავი რო დავანებოთ არაუხოს გაგდებას, მანამდეც გადაგვიარეს. ხასიათს ვერ აჩვენებს ბარსა წელს. დადიან გამოთაყვანებულებივით. არვიცი კიდე რა უნდა მოხდეს რომ გაკვეთილი იყოს მათთვის და ცოტა გამოსწორების გზას დაუდგნენ.
    ამათი და ქოცების ხელში დამამშვიდებელი კიარა მგონი ფსიქოტროპულებიც არ მიშველის 😵‍💫

    ვინ თქვა რომ მშველის, უბრალოდ მაინც ვსვამ, ზოგჯერ მავიწყდება, ზოგჯერ ორის ნაცვლად სამს ვსვამ. ამასობაში კი ნერვები გამინადგურდა. მშურს მშვიდი ხალხის, ნერვი, რომ არ უტოკდებათ.

  • Mariami Kh
    schedule 26 ნოე 2025, 10:54

    ციტატა: me da barca
    დარწმუნებული ვარ ყარაბახს, რომ შევხვდეთ ვერ მოვუგებთ. წინა თამაშს ყარაბახი-ჩელსის ვუყურე და არაფერი დაუთმო. მერე რა რომ სახლში თამაშობდა, არც გასვლაზე გაბანძდებოდა მასე, როგორც ბარსა, შეიძლება არც კი წაეგო. ჩვენ კი გადაგვიარეს კატოკივით. ანგარიშიც სამარცხვინოა, მაგრამ თამაში უფრო სამარცხვინო იყო, 9 გოლი არ ჩაუთვალეს უმნიშვნელო მიზეზთა გამო. ის ყველა ჩათვლილ გოლად უნდა მიიღოს ფლიკმა და დასკვნები გამოიტანოს, თუ არადა ვიქნებით ასეთ დღეში. მე კი დამამშვიდებელი ჯიბით დამაქვს, ათასი სადარდებელი მაქვს ბარსას გარდა ამ ქოცების ქვეყანაში.

    ეგ არის. თავი რო დავანებოთ არაუხოს გაგდებას, მანამდეც გადაგვიარეს. ხასიათს ვერ აჩვენებს ბარსა წელს. დადიან გამოთაყვანებულებივით. არვიცი კიდე რა უნდა მოხდეს რომ გაკვეთილი იყოს მათთვის და ცოტა გამოსწორების გზას დაუდგნენ.
    ამათი და ქოცების ხელში დამამშვიდებელი კიარა მგონი ფსიქოტროპულებიც არ მიშველის 😵‍💫

  • me da barca
    schedule 26 ნოე 2025, 10:47