დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ჩელსი-ბარსელონა – რაფინიას მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩელსი-ბარსელონა – რაფინიას მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” თავდამსხმელმა რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” სტუმრად შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ამ სტადიონზე კვლავ თამაშის შესაძლებლობა განსაკუთრებულია. აქ ადრე გოლის გატანა მოვახერხე და იმედი მაქვს, დღეს ისევ იმავეს ვიზამ. თუ ვითამაშებ, მაქსიმუმს გავაკეთებ.

ვფიქრობ, გუნდში ზოგჯერ გამაღიზიანებელი ვარ… მუდმივად პრესინგს ვითხოვ. ვცდილობ, ყველას დავეხმარო. თუ მე მაქსიმუმს ვაკეთებ, დანარჩენებისგანაც იმავეს მოვითხოვ.

ორთვიანი უთამაშებლობის შემდეგ დაბრუნება რთულია. ცოტათი მატჩის რიტმი მჭირდება. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდები იმ დონეს, რასაც ხალხი ჩემგან ელის.

ამ თვეების განმავლობაში გუნდი უფრო მეტად მენატრებოდა, ვიდრე მათ მე.

დიახ, ვფიქრობ, ინდივიდუალურ ჯილდოებში მეტ აღიარებას ვიმსახურებდი. მოედანზე ჩემს მოქმედებებს ვაკონტროლებ. მჯერა, რომ ბრწყინვალე სეზონი მქონდა და ჩემთვის ეს საკმარისია.

ვხედავ, რომ გუნდი წელს გასულ სეზონთან შედარებით უფრო ჩამოყალიბებულია. ფინალში გასასვლელად და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ტრავმის დროს ორივე რეციდივის შემთხვევაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. პირველი ნაწილობრივ ჩემი ბრალი იყო და ვფიქრობ, მეორეც. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი, რათა გუნდს დავხმარებოდი. მცირე შეცდომა დავუშვი და წარუმატებლობა სწორედ ამას მოჰყვა.

“ლიდსში” ბოლო მატჩის შემდეგ ვიცოდი, რომ “ბარსელონას” მაისურის მორგების შანსი მქონდა. ისიც ვიცოდი, რომ ჩემით “ჩელსი” იყო დაინტერესებული, მაგრამ ოცნება მქონდა, რომელიც უნდა ამესრულებინა. 100%-ით დავიხარჯე, რათა ეს გამეკეთებინა. სხვა კლუბებზე თვალები დავხუჭე. ოცნება მქონდა და ყველაფერი გავაკეთე, რომ “ბარსელონაში” მეთამაშა.

ესტევაო და იამალი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. მომდევნო წლებში ისინი მსოფლიოს საუკეთესოებს შორის იქნებიან. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან იამალთან ერთად კლუბში ვთამაშობ, ესტევაოსთან ერთად კი – ნაკრებში. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. მწვერვალის მიღწევა მათზეა დამოკიდებული, მაგრამ სწორ გზაზე დგანან. ვცდილობ, მათ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო.

ყველაზე კომფორტულად თავს მოედანზე ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვთამაშობდე. არ აქვს მნიშვნელობა, ერთ ფლანგზე ვიქნები, მეორეზე, თუ ცენტრში. მინდა, მოედანზე ვიყო და გუნდს დავეხმარო.

დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი დაცვაა, რადგან გუნდებმა იციან, როგორ ითამაშონ და ყველანაირ ინფორმციაზე წვდომა აქვთ. გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავს, მატჩის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 25 ნოე 2025, 21:56

    რაფინიას დანაკლისი იყო პრესინგის გაუარესების მიზეზი

  • nika 54
    schedule 25 ნოე 2025, 18:09

    ეს რა ჩამოყალიბდა, როგორ გვაგინებინა პირველი სეზონში თავი და თურმე მოქოქვა სჭირდებოდა. კარგია რო ამ საქმის სპეციალისტი მოვიდა გუნდში და რაფოც სწორ რელსებზე შეაყენა.

  • Rick Sanchez
    schedule 25 ნოე 2025, 15:56

    ჩემი ნადირიი🫶🏽🫶🏽

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 25 ნოე 2025, 15:16

    იმედია ძირითად შემადგენლობაში დააყენებს ფლიკი რაფინიას

  • La Pulga10
    schedule 25 ნოე 2025, 14:21

    მიდი რაფიკ მოიხოდე შენი შრომისუნარიანობა გვაკლია.

  • carles puyol 5
    schedule 25 ნოე 2025, 13:49

    ლაპარაკზე ეტყობა რო მაგარი მებრძოლი ტიპია და მაგარი მენტალიტეტიც აქვს