დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ჩელსი-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩელსი-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” სტუმრად გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ყოველთვის ვერგებით ჩვენს მეტოქეებს. ვიცით, როგორ გვინდა თამაში და რა უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა, იმის მიხედვით, თუ ვის ვუპირისპირდებით. განსხვავება ყოველთვის არსებობს.

“ჩელსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათი განვითარება ფანტასტიკურია, როგორც ფეხბურთელების, ასევე მწვრთნელის. ლონდონელების თამაშის ყურება სასიამოვნოა. “ჩელსი” ახალგაზრდული გუნდია და ეს ჩვენთვის კარგი მატჩი უნდა იყოს. თავდაჯერებულები ვართ და როგორც ყოველთვის, ვიბრძოლებთ.

ლევანდოვსკი? ამჟამად მას მცირედი იღბალი აქვს, რაც ბომბარდირს სჭირდება. რობერტი გოლებზე დაგეშილია, რაც მასში ყოველთვის იგრძნობა. ლევას მსგავსი ფეხბურთელის ყოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გუნდს ზუსტად იმას აძლევს, რაც საჭირო მომენტში სჭირდება.

რაფინია? ახლა მნიშვნელოვანია ისაა, რომ რაფინია დაბრუნდა. რაც შეეხება სათამაშო დროს, ეს კიდევ ერთი საკითხია, რასაც უნდა დავაკვირდეთ.

სამედიცინო შტაბზე გაბრაზებული არ ვარ. მათი ძალიან კმაყოფილი ვარ. რაფინიას შემთხვევაში შეცდომა დავუშვით, მაგრამ ადამიანები ვართ – შეცდომას ყველა უშვებს. სამედიცინო შტაბს ვენდობით.

ერიკ გარსიამ, შესაძლოა, ისევ ნახევარდაცვაში ითამაშოს.

ბედნიერი ვარ, რომ გუნდში რაშფორდი გვყავს. ის გაციებული იყო, მაგრამ ახლა კარგადაა. მარკუსს თვალს მთელი კარიერის განმავლობაში ვადვენებდი და მისი თამაშით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი, თუ რისი გაკეთება შეუძლაია საჯარიმოში და ამას აქ, “ბარსელონაში”, ამტკიცებს. ეს მისთვის ცვლილებაა – ფეხბურთის ახალი სტილი, “ბარსელონა”, კარგი ამინდი… მიხარია, რომ მას ყოველთვის მომღიმარს ვხედავ. ასეთი ატმოსფერო გვაქვს და ეს მისთვის ძალიან კარგია.

ჩვენი მიზანი პირველ 8 გუნდში მოხვედრაა, მაგრამ ვიცით, რომ ეს იოლი არაა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ 8 საუკეთესო გუნდში არ ხარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც შეგიძლია. მთავარია, ჩვენი საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ და უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 25 ნოე 2025, 21:55

    მიდი ჰანს გადაუარე რა

  • M10 S9 D11
    schedule 25 ნოე 2025, 20:35

    ჰანსი ბიძია ეს თამაში ულაპარაკოდ მოსაგებია

  • Fc Barca Batumi
    schedule 25 ნოე 2025, 19:06

    პირველ ტაიმშივე გაგუდე ფლიკ..
    ამ სასტარტო სასტავით:
    გარსია
    კუნდე-ერიკი-კუბარსი-ბალდე
    ფრენკი-ფერმინი
    რაფო
    იამალი-ლევანა-რაშფო

  • nika 54
    schedule 25 ნოე 2025, 18:11

    ფლიკ არ წააგო რა, მსოფლიოს ჩემპიონ კლუბთან თამაშობ. მერე გამარტივდება კალენდარი.

  • Rick Sanchez
    schedule 25 ნოე 2025, 15:52

    ფლიკ დღეს ვიგებთ