დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ოფიციალურად: აინტრახტთან თამაში სპოტიფაი კამპ ნოუზე გაიმართება

ოფიციალურად: აინტრახტთან თამაში სპოტიფაი კამპ ნოუზე გაიმართება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” ლა ლიგის მსგავსად ჩემპიონთა ლიგაზეც მომდევნო საშინაო შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართავს.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბლაუგრანა” “სპოტიფაი კამპ ნოუს” უბრუნდება, თუმცა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო საშინაო შეხვედრის ბედი. დღეს კი კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 9 დეკემბერს “ბარსელონასა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის გასამართ შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუ” უმასპინძლებს.

არენაზე, რომელიც ჯერ კიდევ რეკონსტრუქციაზეა, ამ ეტაპზე 45401 გულშემატკივრის შეშვებაა დაშვებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Rick Sanchez
    schedule 21 ნოე 2025, 23:01

    ციტატა: nika 54
    მე მგონია მესი უნდა დაბრუნდეს და ვისაც პრეზიდენტად აირჩევენ იმის მრჩევლად უნდა დანიშნონ, თანამდებობით კი საპატიო პრეზიდენტი იყოს. და ყველაფერი მხოლოდ მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ. ცოცხალი ლეგენდა გვყავს რომელიც ფეხბურთზეც შეყვარებულია და ბარსელონაზეც. არა მგონია ზოგიერთივით ფულის შოვნაზე დაიგეშოს, ფული არ აკლია და არც შემოსავლები, ათასი ბიზნესი აქვს და საუკეთესო ვარიანტი იქნება მხოლოდ ბარსელონას მომავალზე იფიქროს, რაც არ უნდა იყოს პერესზე ნაკლები ჭკუა არა აქვს.


    ფეხბურთის თამაშის გარდა არაფერი გამოსდის მაგ კაცს, რაის მრჩეველი.