“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “სელტასთან” სტუმრად გასამართი მატჩის შემადგენლობა დაასახელა.
დღეს სათადარიგოდან დაიწყებს კუნდე, რომლის ადგილსაც ერიკ გარსია დაიკავებს, დაცვის ცენტრში კი არაუხო და კუბარსი ითამაშებენ. ძირითადში დაბრუნდა ლევანდოვსკი, რომელმაც ტორესი შეცვალა.
“ბარსას” სასტარტო თერთმეტეული ასეთია:
შჩესნი; ე. გარსია, არაუხო, კუბარსი, ბალდე; კასადო, დე იონგი, ფერმინი; იამალი, რაშფორდი, ლევანდოვსკი.
მოკლედ ააგროვა 11 კაცი როგორღაც?
ამდენუ ტრავმა რა უბედურებაა
კუნდეც გაიტრავმა, ბოლოს ალბათ ფლიკი იქნება დაცვაში და ტიაგო ალკანტარა ცენტრში. ისე ტიაგოს დონე მოგვცა ვინმე და პედრი და ეგ შეჭამდა ყველას.