შჩესნი: ჩემი მოგერიებული თერთმეტმეტრიანები უსარგებლოა

შჩესნი: ჩემი მოგერიებული თერთმეტმეტრიანები უსარგებლოა

“ბარსელონას” პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ “ბლაუგრანას” Youtube არხთან საუბრის დროს საკუთარ კარიერაზე სახალისო კომენტარი გააკეთა.

მე მოვიგერიე მბაპეს პენალტი მატჩში, რომელიც წავაგე, მესის პენალტი მატჩში, რომელიც წავაგე და ნეიმარის პენალტი მატჩში, რომელიც წავაგე. შესანიშნავ რაღაცებს ვაკეთებ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უსარგებლოა.

შჩესნიმ მესის თერთმეტმეტრიანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აუღო, როდესაც არგენტინამ 2-0 მოიგო. ნეიმარის დარტყმა მან 2015 წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოიგერია, როდესაც მისი “რომა” “ბარსელონასთან” 1-6 განადგურდა. მბაპეს კი მან გასულ “ელ კლასიკოში” აჯობა, მაგრამ მისი გუნდი 1-2 დამარცხდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (41)

  • C.PC5
    02 ნოე 2025, 13:59

    ციტატა: Rivaldo

    ციტატა: C.PC5
    აუ ათასი რაღაც ხდება ბარსას გარშემო და ჯინაზე არ წერთ? ლევანამ და ოლმომ დაიწყეს ვარჯიშიო, მესი გუნდს ეძებს ზამთრის შესვენებაზე რომ ივარჯიშოსო და ბარსას თუ შეთავაზებენ გაიჟღერა მაგანაც სადღაც, იამალმაც რაღაც ინტერვიუ თუ პოსტი გამოფინა მაგის გარშემოც ბევრი რაღაც ხდება, ჰალამადრიდი რატო გჯობიათ ნუ გამაგიჟეთ?! კაი ჩავთვალოთ რო ორი პროფესიის შეთავსება ან სწავლა და აქ წერა გიწევთ მწერლებს ყველას, მთელი კვირა როგორ გადის ისე რო ერთ ნიუსზე მეტის დასადებად ვერ მოიცალა 10 ადამიანიდან ვერცერთმა(შეიძლება მეტიც ხართ არ ვიცი), ანუ გამორიცხულია ასე ემთხვეოდეს ყველას გრაფიკი რომ არცერთს არ გქონდეთ წერის დრო, თუაღარ გაქვთ ამ საიტის ფუნქციონირების თავი თქვით და დავიკიდებთ ჩვენც შემოსვლას, ნიუსებს სხვაგანაც გავიგებთ რამენაირად.


    ტეხავს მართლა. ბევრი ვართ ამ საიტის მომხმარებელი. ელემანტარული პატივი უნდა ცე ამ ხალხს ვინც დღეში რამდენჯერმე შემოდის და სიახლის ნაცვლად სამში გრძელი გვხვდება😤. დღევანდელ დროში ელემენტარულია სიახლის თარგმნა, ჩატჯპდ-ის მეშვეობით გრამატიკულად გასწორება და აქ ატვირთვა. მართლა 5 წუთის ამბავია და თუ ამის დროც არ გაქვთ, გამოაცხადეთ რამე კონკურსის მსგავსი და მოიწვიეთ მწერლები ვისაც სურვილიც აქვს და დროც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამდენი ხალხი ვინც ფეხებზე გკიდიათ თქვენ კლეზე ჩამოგიკიდებთ და ეგ იქნება. უბრაკოდ ცოდვაა ეეს საიტი დახურვისთვის და გაუქმებისთვის. ბარსას გულშემატკივრები ძალიან, ძალიან ბევრია საქართველოში🙂


    ხო მეც მაგაზე მწყდება გული, საქართველოში პირველი ფანკლუბი საიტი იყო, არც ხარისხში პირველობას არ უთმობდნენ არავის, ჯერ დარეგისტრირებამდე რამდენი ხნით ადრე ვიყენებდი აღარ ვიცი და სულ ვიცოდი რო გადამოწმებულ ინფოს დებდნენ ხოლმე ახლა ჭორებსაც აღარ დებენ. კორკოტასი არ იყოს ვერც ვბრაზდები პროსტა მწყინს smile
    პ.ს ადმინისტრაციის პასიურობაზე ამდენი ერთნაირი კომენტარის შემდეგ მინიმუმ ახნსა-განმარტებას მაინც დავდებდი რის გამო ხდება საიტის ასე ჩაწოლა, იქნებ რამე რეორგანიზაციას აკეთებთ და ნოუკამპივით არ დაადგა საშველი, იქნება რეკლამებზე ამდენი გინების მერე დაკარგეთ პერტნიორები და ლაპორტასავით გახჩობთ ვალები. გამოქვაბულში ნუ გვამყოფებთ!!!