ბარსელონა ესპანეთის ნაკრებზე ბრაზობს – AS

ბარსელონა ესპანეთის ნაკრებზე ბრაზობს – AS

აშკარაა, რომ “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ურთიერთობა დანი ოლმოს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.

AS-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ოლმოს დაზიანებით იმედგაცრუებულია, მაგრამ ამავდროულად გაკვირვებულიცაა. ამის მიზეზი ისაა, რომ “ფურია როხას” 27 წლის ნახევარმცველის გამოძახებისას მისი სამედიცინო ანგარიში ჰქონდა, რომელშიც ფეხბურთელის კუნთების გადაღლა და გარკვეული დისკომფორტი ხაზგასმით იყო აღნიშნული. უფრო აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ თითქმის მსგავსი ანგარიში წარადგინა “რეალ მადრიდმა” დინ ჰიუსენის შესახებ, რის შემდეგაც ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ის განაცხადიდან ამოაგდო.

ოლმოს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. დე ლა ფუენტემ დანის დატოვება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ის ზედზიედ 4 დღე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა. მწვრთნელმა იცოდა, რომ მას ოპტიმალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა.

“ბარსა” მხოლოდ ესპანეთის ნაკრებს არ ადანაშაულებს. კლუბი უკმაყოფილოა ფეხბურთელითაც, რომელსაც, დისკომფორტის მიუხედავად, ვარჯიშში მონაწილეობა სურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანი ოლმოს დაზიანების გამო 3-4 კვირა გაუცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 12 ოქტ 2025, 17:29
    #2

    ისე 18 წლის ბავშვს რო თამაში უნდა გასაგებია მაგრამ ამ 27 წლის კაცს, თუ დისკომფორტი ქონდა რას იკლავდა ვარჯიშზე თავს, ან ვერ უთხრა მწვრთნელს დანძრეული მაქვსო.

  • Rick Sanchez
    schedule 12 ოქტ 2025, 00:44
    #1

    დავიჯერო საფეხბურთო ბოსები ვერ ხედავენ რო დედა ეტ*ვნებათ ფეხბურთელებს ამდენი თამაშით? ყველა ფეხბურთელი მინიმუმ ერთ ტრავმას იღებს სეზონში, გამოწერილი აქვთ გადაღლილობა.