“ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მნიშვნელოვან მატჩში “რეალ მადრიდთან” სტუმრობა გუნდის ახლანდელი პირველი მეკარის ჟოან გარსიას გარეშე მოუწევს.
24 წლის კარის დარაჯი მიანიშნებს, რომ “ელ კლასიკოსთვის” გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
დაახლოებით ერთ თვეში დავბრუნდები.
– განაცხადა ჟოან გარსიამ Movistar-თან.
ეს ნიშნავს, რომ “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებაში “ბლაუგრანას” კარს ვოიცეხ შჩესნი დაიცავს.
არაუშავს შესნითიც ვიხმარეთ შარშან
შჩესნი რას დაიცავს კი ვიცით კარგად, მაგრამ მარტო ეგ რო იყოს დანაკლისი კიდევ რაღაცას მოვახერხებდით, აღარც დაცვა გვყავს და აღარც თავდასხმა, თუმცა არც ნახევარდაცვა აღარ არის სრულად ხელმისსწვდომი.
საერთოდ ნუ გავალთ. ყველას ან ტრავმა ექნება, ან ახალდაბრუნებული იქნება ტრავმიდან.
წაიყვანეთ გუნდი და გამოილოცეთ. ეს რა ჭირი გვჭირს.