workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჰანსი ფლიკი ტაქტიკურ ცვლილებას განიხილავს

ჰანსი ფლიკი ტაქტიკურ ცვლილებას განიხილავს

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი “პარი სენ-ჟერმენთან” და “სევილიასთან” წაგების შემდეგ გუნდში ტაქტიკური ცვლილებების გაკეთებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობებით, ფლიკი ფიქრობს, პრესინგის გასაუმჯობესებლად მარკუს რაშფორდი ცენტრალურ თავდამსხმელად გადაწიოს. გეგმა ასეთია: რაშფორდი ცენტრში, რაფინია მარცხენა ფლანგზე, ლამინ იამალი მარჯვენა ფლანგზე, ფერმინ ლოპესი კი შემტევ ნახევარმცველად.

იამალი, რაფინია და ფერმინი ამჟამად ტრავმირებულები არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს გერმანელი სპეციალისტი გეგმის განხორციელებას. ივარაუდება, რომ სამივე მოთამაშე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება, თუმცა “ბარსას” მათი დაჩქარება არ სურს, რათა რეციდივის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

ჰანსი ფლიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ფიქრობენ, რომ ამჟამად არსებული გარკვეული პრობლემები წინა ხაზიდან პრესინგისა და ინტენსივობის ნაკლებობას უკავშირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 12 ოქტ 2025, 18:10
    #7

    ოღონდ ვინმე მოუყვანეთ და ეს რაღაცას ნამდვილად მოიგონებს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 11 ოქტ 2025, 00:52
    #6

    არ არის რაშფორდი ცხრიანი

  • Rick Sanchez
    schedule 09 ოქტ 2025, 23:22
    #5

    ერთი გამაგებინეთ, ამ ჟურნალისტებმა საიდან იციან ფლიკი ტაქტიკის შეცვლაზე ფიქრობს თუ არა? თუ მათი სურვილია რაშფორდი ფორვარდად იხილონ და გარტყმაზე წერენ სტატიებს?

  • Bakero
    schedule 09 ოქტ 2025, 19:58
    #4

    " ჰანსი ფლიკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ფიქრობენ, რომ ამჟამად არსებული გარკვეული პრობლემები წინა ხაზიდან პრესინგისა და ინტენსივობის ნაკლებობას უკავშირდება. " ….კი ბატონო ზუსტად ეგ არის რომ ჯერ შემტევები რომ არ /ვერ აპრესინგებენ პირველ რიგში …. რაშფორდი გინდა ფლანგზე ათამაშე გინდა ცენტრში მაინც პრესინგი რა არის მაინც არ იცის ლევანდოვსკის რა უნდა მოსთხოვო 100 წლის არის კაცი ძლივს გადაადგილდება მოედანზე

  • La Pulga10
    schedule 09 ოქტ 2025, 16:14
    #3

    პრესინგს ნამდვილად მოვუკელით. დაცვითი მექანიზმიც რომ შეცვალოს არ უნდა? თუ ჰგონია რომ რაშფორდი 10 დან 10 ბურთს გაიტანს? გაგვიტანენ 5 ბურთს და გავანიავებთ ყველა შანსს. ის დოყლაპია დეკუ კიდე ფიქრობს რომ ცენტრალური თავდამსხმელი არ გვჭირდება. ვახ ჩემოს საცოდავო ბარსელონა, რას დაგამსგავსეს.

  • PUIOL5
    schedule 09 ოქტ 2025, 14:31
    #2

    რაშფორდმა ფორვარდის პოზიციაზე არამგონია კონკურენტებს აჯობოს, რეალიზება უჭირს ძალიან. თუ გაამართლებს კარგი იქნება, ცდად ღირს

  • araujo4
    schedule 09 ოქტ 2025, 13:52
    #1

    ყველა პონტში აჯობებს ფერანს და ლევანდოვსკის