“ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
პსჟ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი, სანახაობრივი თამაში იქნება.
ბურთის ფლობა ორივე გუნდს სურს. ვინც ნახევარდაცვას გააკონტროლებს, იმას დიდი უპირატესობა ექნება. მზადყოფნაში ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით.
პსჟ-თან 1/4-ფინალიდან გამოვარდნა? ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ვგრძნობდით, რომ იყო მომენტი, როდესაც ნახევარფინალს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა. ყველას, “ბარსას” გულშემატკივრებს, შურისძიება გვსურს. რა თქმა უნდა, ასეთი მატჩები ყოველთვის გვინდა.
პოლ სქოულზისგან შექება? ჩემთვის ეს სასიამოვნო მოსასმენი და მოტივაციაა. ვიცი, რომ ძნელია, ჩავისა და ინიესტას დონეს მიაღწიო, მაგრამ ეს კომპლიმენტია.
ვგრძნობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვარ. გულშემატკივრების მხარდაჭერას ვაფასებ.
აიტანა ბონმატი ამბობს, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე უფრო მეტს ვიმსახურებდი? მადლობა ბონმატის ამ სიტყვებისთვის. თუ აიტანა ამას ამბობს, უნდა მოვუსმინოთ, რადგან მან 3 “ოქროს ბურთი” მოიგო (იცინის). თავს დაფასებულად ვგრძნობ ჩემს კლუბსა და ნაკრებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი ესაა.
ყოველ სამ დღეში თამაში სახალისოა, მაგრამ ეს გარკვეულ სირთულეებს იწვევს. გრაფიკი ძალიან რთულია, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.
ვცდილობთ, გავი და ჟოან გარსია გავამხნევოთ. მათ რთული პერიოდი აქვთ. ისინი მებრძოლები არიან და უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.
ფეხბურთის ყურება მიყვარს. როცა შემიძლია, ამას ვაკეთებ. ლუის ენრიკე თამამი მწვრთნელია. სწორედ ამიტომ ის შემტევ მოთამაშეებს იყენებს.
ვფიქრობ, ხვალ ერთმანეთს ორი ფავორიტი გუნდი დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისთვის სათანადო გუნდი გვყავს.
ნამიოკი რა შუაშია, ერთი ნაბიჯი მთელ გუნდს აშორებდა😅
მიდი პედრი ხვალ კნუტებივით უნდა ათრიო ვიტინია-ნევეში
"პსჟ-თან 1/4-ფინალიდან გამოვარდნა? ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ვგრძნობდით, რომ იყო მომენტი, როდესაც ნახევარფინალს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა" ნამიოკი გააკეთა არაუხოს ვაჟკაცობაზე?