workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხულიან ალვარესი გახდა

ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხულიან ალვარესი გახდა

“ბარსელონამ” განსაზღვრა, რომ ხულიან ალვარესი მისი მთავარი სატრანსფერო მიზანია მომავალი ზაფხულისთვის, იუწყება Diario Sport.

არგენტინელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია – მიმდინარე სეზონში შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

იმ პირობებში, როცა რობერტ ლევანდოვსკის სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლა მოსალოდნელია, “ბარსა” წინასწარ გეგმავს შეტევაში ცვლილებებს.

ალვარესი იდეალურ გრძელვადიან შემცვლელად მიიჩნევა – ის ახალგაზრდობას, ენერგიასა და მაღალი დონის გოლებს აერთიანებს.

25 წლის თავდამსხმელი კონტრაქტით “ატლეტიკო მადრიდს” ეკუთვნის, რაც მოლაპარაკებებს რთულსა და ძვირადღირებულს ხდის.

მიუხედავად ამისა, “ბარსელონასთვის” ალვარესი პრიორიტეტია, რადგან კლუბი ცდილობს თავდასხმის ხაზის მომავალი უზრუნველყოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 30 სექ 2025, 19:37
    #15

    ამათ სერესო ნაკლები გონიათ ვიდრე ბილბაოს ხელმძღვანელობა? ამისთანა ფორმაში მყოფ ფეხბურთელს მოგვცემს? გრიზმანი 120 მილიონად შემოგვტენა და უკან თითქმის უფასოდ დაიბრუნა, სრული თანხა რო არ მოეცა ფეხბურთელს გამოზომილ წუთებს ათამაშებდა, რო კონტრაქტით გათვალისეინებული 50%-იანი დრო არ გამოსვლოდათ. აი ნახავთ თუ ფეხბურთელმა მოითხოვა წამოსვლა მინიმუმ 200 მილიონს მოითხოვს.

  • rivaldo80
    schedule 30 სექ 2025, 17:44
    #14

    სისულელეა 160 გადახდა

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 30 სექ 2025, 17:00
    #13

    ძვირი დაჯდება ალვარესის ტრანსფერი

  • Don_Andresito
    schedule 30 სექ 2025, 14:03
    #12

    არაუხო და ტორესი მივცეთ 😀 და ცოტა ფული

    გვჭირდება:
    1. ცაცია ცენტრალური მცველი. კრისტიანსენი ალბათ წავა, არ მგონია გაუხანგრძლივონ. დაგვჭირდება ცენტრალური მცველი, ცაცია, დაცვის ცენტრის მარცხენა მხარეს არც ერთი არაა კარგი. იდეალურ ვარიანტად მიმაჩნია მურილიო ნოტინგემიდან, უყურეთ რა ჯანზეა, მაღალი არაა მარა მხარში ჰოლანდს ჯაბნის. ბურთი ამოაქვს სასწაულად, 1-1 ზე ძალიან მაგარია, პასის კულტურა მაღალ დონეზე აქვს განვითარებული. იდეალური ვარიანტია, ახალგაზრდა. მეორე წელია ტოპ დონეზეა პრემიერ ლიგაში. ძვირი იქნება მარა უნდა დააკვირდნენ.
    2. ფორვარდი. ალვარესი და მორჩა. დაჟე ჰოლანდსაც მირჩევნია სტილისტურად. ამოგვასუნთქებს. ლევა ალბათ წავა. თუ ლევა ხელფასს გაინახევრებს და სკამისთვის დარჩება მაშინ ტორესის წასვლა ჯობს. ფულს მაინც აიღებს გუნდი. ისე ალვარესი მოსაყვანია. 150-160 ის ბაზარია. დაჟე თუ მოგვცეს მაგ ფასად. ან ვინმე მოთამაშით უნდა შევამციროთ ფასი
    3. ფლანგის მცველები. ზამენა კუდნესთვის და კონკურენტი ბალდესთვის. ვნახოთ მარტინი თუ გააგრძელებს პროგრესს აღარ დაგვჭირდება. მარა მთლიანობაში მარჯვნივ გვჭირდება შემტევი მცველი კუდნეს სკამისთვის.
    4. ნახევარდაცვაში 10 ზე არ ვარ კმაყოფილი მარა არც ოლმო მემეტება ჯერ გასაშვებად და არც ფერმინი. თუ ამ წელს სტაბილურად კარგად არც ერთმა ითამაშა ორივე უნდა გაყიდო და ტოპ 10 მოიყვანო. ცოდოა პედრი, უნდა ტოპ 9 იც და მეწყვილეებიც

  • PUIOL5
    schedule 30 სექ 2025, 13:49
    #11

    არჩევნები მოდის და დაიწყო ლაპორტამ თავისებურად ჭორების შემოგდება, ტიპი ტყუილებით მოვიდა და კიდევ ტყუილებით აპირებს დარჩენას, საქმე საქმეზე რომ მიდგება მერე აღმოაჩენს რომ თურმე ფული არაქვს და ვერ დაარეგისტრირებს.

  • ChuxrELia
    schedule 30 სექ 2025, 12:50
    #10

    ამ ბიჭში დაჟე 150 მილიონის გადახდა შეიძლება თვალდახუჭული. ისაკზე ძვირი აღარ ღირს დავიჯერო?!

  • cruyff9
    schedule 30 სექ 2025, 12:28
    #9

    მართლა არვიცი რომელი ჯობია რო ვიყიდოთ ეს თუ ჰალანდი

  • vitorborbafereira
    schedule 30 სექ 2025, 11:26
    #8

    მან სიტის პირველივე სეზონიდან მინდა ბარსაში, ზუსტად ჩვენი სტილია ძაან ჩაჯდება
    ფლანგის მცველებს თუ დავიმატებთ გუნდი იდეალურად იქნება დაკომოლექტებული

  • Visca-barca
    schedule 30 სექ 2025, 11:17
    #7

    🚨 დეკუ: 🗣️
    „ჩვენ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე არასდროს გვიმუშავია. მისი აგენტი იყო, ვინც მოდიოდა და არაერთხელ გვთავაზობდა მას, და არა პირიქით. ნიკო ზუსტად ის პროფილი არ იყო, როგორიც გვსურდა, მაგრამ მას ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელს გთავაზობენ, მოლაპარაკებებში შედიხარ.
    რაც შეეხება ნიკო უილიამსს: ჩვენ მოლაპარაკებებს ვიწყებთ და თავიდანვე ვამბობთ ყველაფერს. პირობებს შემდეგ აღარ ვცვლით — სწორედ ამან ჩაშალა ყველაფერი.
    რატომ ვერ შეძლო „ბარსამ“ ნიკო უილიამსის დამატება?

    ❗️დეკუ: 🗣️ „ეს არ ყოფილა წარუმატებლობა — ჩვენ კლუბის პირობები დავაწესეთ, ისინი არ დათანხმდნენ და ჩვენც გზა განვაგრძეთ. მარტივია. არცერთი ფეხბურთელი „ბარსას“ თავის პირობებს ვერ უკარნახებს. ეს კლუბი ასე არ მუშაობს.“

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 30 სექ 2025, 10:59
    #6

    ოღონდ ეს დადონ და მეტი არავინ გვჭირდება

  • Damien12
    schedule 30 სექ 2025, 10:54
    #5

    ეგ კი არა 25 მილიონიანი ხალხი ვერ მოგვყავს.

    მორიგი ცრუ დაპირება ლაპორტასგან.

    ალვარესი უნდა გვეყიდა როდესაც ჯერ კიდევ რივერის მოთამაშე იყო და 20 მილიონი ღირდა, მაგ დროს ჩვენმა გენიოსმა პრეზიდენტმა მოიყვანა ფერან ტორესი 65 მილიონად :დ

    155 მილიონზე ნაკლებად ამას არ გაყიდიან ან საერთოდ არ გაყიდიან, ასე რომ, ზღაპარია ამის მოყვანა.

    შეიძლება ფატი ათამაშდეს რაც გადაჭრის თავდამსხმელის პრობლემას.

  • KAIKHOSRO
    schedule 30 სექ 2025, 09:23
    #4

    ციტატა: ნიკა
    ამას გავიძახი 3 წელია მინიმუმ, და მაშინ არ იყო ესეთი კარგი,უფრო და უფრო უმატებს. და ეს თუ დავითრიეთ 120 ად მაინც,აი მაშინ ვნახოთ წინ ხელოვნება😍


    რაფინია ალვარესი იამალი იფ იფ

  • Rick Sanchez
    schedule 30 სექ 2025, 08:55
    #3

    ძალიან ძვირს დააფასებს ატლეტიკო.

  • ნიკა
    schedule 30 სექ 2025, 08:32
    #2

    ამას გავიძახი 3 წელია მინიმუმ, და მაშინ არ იყო ესეთი კარგი,უფრო და უფრო უმატებს. და ეს თუ დავითრიეთ 120 ად მაინც,აი მაშინ ვნახოთ წინ ხელოვნება😍

  • KAIKHOSRO
    schedule 30 სექ 2025, 07:08
    #1

    ძვირად გამოგვატანენ მაგრამ არ დაიჭერს ჩოლო.ალვარესის აგენტმაც არავინ იცის მომავლ წეელს სად იქმება ხულიანიო.შანსია დავითრიოთ