ჰანსი ფლიკის 50-ე მოგება ბარსელონაში

ჰანსი ფლიკის 50-ე მოგება ბარსელონაში

გუშინ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში “ოვიედო” სტუმრად 3-1 დაამარცხა.

ეს მოგება გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ჰანსი ფლიკისთვის უბრალო ნამდვილად არ ყოფილა. “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა “ბარსაში” 50-ე გამარჯვება მოიპოვა. ფლიკმა ამის გაკეთება 67 თამაშში შეძლო, რაც კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

ჰანსი ფლიკზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლუის ენრიკესა და ელენიო ერერას აქვთ. ენრიკემ 50 მოგება 60 შეხვედრაში დააგროვა, ერერას კი ამისთვის 63 მატჩი დასჭირდა.

მწვრთნელები, რომლებმაც 50 თამაში ყველაზე სწრაფად მოიგეს:

მწვრთნელი
თამაში
ლუის ენრიკე 60
ელენიო ერერა 63
ჰანსი ფლიკი 67
ერნესტო ვალვერდე 72
ჯეკ გრინუელი 72
ფერდინანდ დაუჩიკი 77
ჩავი ერნანდესი 79
იოჰან კრუიფი 82

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    28 სექ 2025, 01:49

    ციტატა: me da barca
    გვარდიოლა 8 კაცშიც ვერ მოხვდა?


    გვარდიოლამ წაგებით დაიწყო პირველი სეზონი, მაგრამ ტრებლი დადო.

  • me da barca
    27 სექ 2025, 10:46

    გვარდიოლა 8 კაცშიც ვერ მოხვდა?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    27 სექ 2025, 07:18

    უმაგრესი მწვრთნელი გვყვავს

  • Bola
    26 სექ 2025, 14:38

    აი რაღაც არაა რა ისე ჯერ. თითქოს სულ არის ყოველ მეორე თამაშში შეგრძნება რომ მოულოდნელად დაიკარგება ქულები. თითქოს წინა ხაზზეც ფეხბურთელები არეულად დგანან. არვიცი რაფიანიას აქეთ იქეთ ტარება როგორ იქონიებს მასზე გავლენას. არცერთი ფორვარდი ლევანდოვსკის და ფერანის სახით არაა ფორმაში და ვერ ენდობი რომ სტაბილურად იქნება რომელიმე. თუმცა ის მაინც კაია რომ რომელიღაც ბოლომდე უშედეგოდ არ გადის ხოლმე მოედნიდან. კონკურენციისთვის კაია ერთმანეთში. ვერც დაცვის ხაზი დალაგდა ჯერ და ვერ გადაწყვიტა ვის ენდოს. სულ როტაციაა სულ ახალ ვარიანტებს სინჯავს ფლიკი და არასტაბილურობის განცდას მიტოვებს. ჯერ ხო კუნდე რომელიც ცენტრის მცველი იყო ფლანგის მცველი გახდა და მისი კარგი თამაშის მიუხედავად ბოლომდე მაინც ჩვენ რომ შემტევი ფლანგის მცველი გვინდა ისეთი არაა, ეხლა აქეთ მეორე ფლანგის მცველად ხან არაუხო ხან გარსია ხან მარტინი და აქეთა ფლანგიც მძიმდება. ვერა და ვერ ამოვავსეთ ალვეში და ალბასავით სტაბილური ტიპაჟებით ეს ადგილები. ისენი როგორი ტექნიკურები გამქცევი და კაი პასის მქონე ტიპები იყვნენ და ეხლა ფლანგებზე ეგ სიმწვავე ჩაბარებული აქვთ მხოლოდ შემტევებს. კუნდე თუ წაეხმარება იამალს ისიც სულ ვერა. ერთადერთი ცენტრია სადაც არჩევანი არის და მანდაც ის ძველი 6-8-5 იანი სამი სხვადასხვა ფუნქციის ნახევარმცველი ვერ დავალაგეთ რა. პედრი და დეიონგი ინაწილებენ ყველაფერს მარა აი მესამე კაცი ვერ ჩამოყალიბდა. მოკლედ ფლიკის ხარჯზე გუნდი წინ მიდის მაგრამ სიმყარე გვაკლია. აი შინაგანი შეგრძნება როცა იცი რომ ყველას გადატეხავენ ვისაც შეხვდებიან.