მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
18 ფეხბურთელი ემზადება თასისთვის + სურათები

18 ფეხბურთელი ემზადება თასისთვის + სურათები

”ბარსა” აგრძელებს პირველი გუნდის 13 და მეორე გუნდის 5 ფეხბურთელით მზადებას ოთხშაბათს, ”ოსპიტალეტესთან” გასამართი მატჩისთვის.

მატჩის გამართვამდე ერთი დღით ადრე ”ბარსა” აგრძელებს ესპანეთის სამეფო თასის 1/16 ფინალური მატჩისთვის მზადებას. ვარჯიშზე იმყოფებოდა პირველი გუნდის 13 (ვალდესი, პინტო, პუიოლი, პიკე, ფონტასი, მაქსველი, აბიდალი, ჩავი, ინიესტა, კეიტა, ბუსკეტსი, სესკი და ვილია) და მეორე გუნდის 5 (დეულოფეუ, რაფინია, დოს სანტოსი, ტელიო და სერხი რობერტო) ფეხბურთელი.

გვარდიოლას ამ მატჩში არ ეყოლება ალვეში, ადრიანო, მასკერანო, მესი, ალექსისი, ტიაგო და კუენკა, რომლებიც თავიან ნაკრებებში გამოიძახეს. ტრავმირებული არიან პედრო როდრიგესი და იბრაჰიმ აფელაი.

მილოცვა პინტოს

ვარჯიში სიუტატ ესპორტივას მე-2 სავარჯიშო მოედანზე დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. სესია ტაშით დაიწყო. ფეხბურთელებმა ხოსე მანუელ პინტოს დაბადების დღე მიულოცეს, რომელიც 36 წლის გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში