workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ჰანსი ფლიკის კომენტარი ხეტაფესთან შეხვედრის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ხეტაფესთან შეხვედრის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში (3-0) “ხეტაფეს” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის კონტროლი შევძელით, კარგად ვითამაშეთ, 3 გოლი გავიტანეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, “ხეტაფეს” წინააღმდეგ ამის გაკეთება იოლი არაა.

ხვალ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ვიქნებით.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენს დონეს მივაღწიეთ. ესაა ის, რისი ნახვაც მინდა.

ტორესი მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ამ დონის თავდამსხმელები გვყავს. ისინი ძალიან გვეხმარებიან.

ფერმინის ტრავმა? ხვალინდელი ტესტების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ერიკ გარსია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. მას თამაში უამრავ პოზიციაზე შეუძლია. მისი გუნდში ყოლა მნიშვნელოვანია.

მარტინი ძალიან კარგი იყო.

გადაწყვიტეთ, პირველი ტაიმის შემდეგ რაფინია შეგვეცვალა, რადგან მას ყვითელი ბარათი ჰქონდა და არ გვინდოდა, მომდევნო მატჩში გამოგვკლებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 22 სექ 2025, 17:30
    #7

    უსაზიზღრესი გუნდია, ასე უხეშად თამაშის უფლებას რატო აძლევენ. კუბარსმა მახსოვს მგონი ბენფიკასთან მეტოქეს ზურგში ოდნავ კრა ხელი და პენალტი დაგვიდეს. და ესენი პირდაპირ კრავდნენ კი არა ურტყამდნენ, მაგრამ მსაჯმა აი იმან კონფერენციაზე რო იტირა ვითომც არაფერი ხდებოდა და კინაღამ მაგარ ჩხუბამდე მიიყვანა თამაში ამიტომაც გაიყვანა ფლიკმა რაფინია, ატყობდა რომ ნერვებს ვეღარ თოკავდა. ლევანდოვსკის რა უქნეს პატარა ბიჭივით გამოაგდეს საჯარიმოდან ორმა ვირმა და არცერთი მსაჯს არ გაუფრთხილებია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 სექ 2025, 11:27
    #6

    უდიდესი ხარ ჰანსი❤️❤️

  • Lasha Mamuladze
    schedule 22 სექ 2025, 09:33
    #5

    ხეტაფეს გუნდობის მე რა ვთქვი, ეგ გუნდიც ფეხბურთს თამაშობს და ბარსელონაც??..ნაჯახები ეგენი

  • LEVANII
    schedule 22 სექ 2025, 08:27
    #4

    Იამალის გარეშე თუ ესეთ თამაშებს მივაწყობდოთ არ მეგონა ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ რამდენად დიდი როლი აქვს ფლიკს გუნდზე

  • Bakero
    schedule 22 სექ 2025, 03:18
    #3

    მართალი ხარ რაფინიას შეცვლა კარგი გადაწყვეტილება იყო ….იმედია ფერმინს სერიოზული არაფერი ჭირს

  • Rivaldo
    schedule 22 სექ 2025, 02:32
    #2

    ციტატა: mari
    ეეჰ ფლიკ, არ შეიძლება რომ დიდხანს დარჩე??? დარწმუნებული ვარ მთელ გუნდს უყვარხარ და დიდ პატივს გცემს ყველა, და დარჩი რა, ეს თაობა მინდა რომ ბოლომდე გამარჯვებებით მიიყვანო..
    — ის დრო დამიბრუნდა, როცა შემდეგ თამაშამდე დღეებს ვითვლიდი!!!
    ☺️ გილოცავთ ყველას!!!


    მეც მაგაზე ვფიქრობ სულ. 4-5 სეზონი მაინც დარჩეს იდეალური იქნება. მთავარია ლაპორტამ არ მიიყვანოს იქამდე რომ დატოვოს გუნდი. თითონ რომ უნდა დარჩენა და აშკარად თავისი გუნდი იპოვა ფაქტია❤️

  • mari
    schedule 22 სექ 2025, 02:08
    #1

    ეეჰ ფლიკ, არ შეიძლება რომ დიდხანს დარჩე??? დარწმუნებული ვარ მთელ გუნდს უყვარხარ და დიდ პატივს გცემს ყველა, და დარჩი რა, ეს თაობა მინდა რომ ბოლომდე გამარჯვებებით მიიყვანო..
    — ის დრო დამიბრუნდა, როცა შემდეგ თამაშამდე დღეებს ვითვლიდი!!!
    ☺️ გილოცავთ ყველას!!!